როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად? ავიაბილეთის დაჯავშნისას აუცილებელია აცნობოთ ავიაკომპანიას/ტურისტულ კომპანიას, რომ თქვენ მგზავრობთ შინაურ ცხოველთან ერთად. ასევე აუცილებლად მიუთითეთ ცხოველის და კონტეინერის საერთო წონა და კონტეინერის ზუსტი ზომები.
როგორც სოციალურ ქსელში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან ყველა ავიაკომპანიას გააჩნია ინდივიდუალური ცხოველების ტრანსპორტირების წესები და ტარიფები, დეტალური ინფორმაციისთვის სასურველია დაუკავშირდეთ თქვენს ავიაკომპანიას
ცხოველების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის) მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი სპეციალური გადასაყვან-სამგზავრო კონტეინერით.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
2026 წლის I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა - საქსტატი
25.05.2026.11:15
2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 2.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 665.0 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.0 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის I კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (54.7 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 415.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მილიონი ლარით, რაც 12.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 172.7 ლარს გაუტოლდა.