მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში და როგორია Castello Mare Hotel-ის დატვირთულობა

news image
mbc image

ციხისძირში მდებარე სასტუმრო კასტელო მარე • Castello Mare Hotel & Wellness Resort აგვისტოში სტუმრებს მრავალი ევროპული ქვეყნიდან ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა ზანდა მესხიძემ განაცხადა, აგვისტოზე უკვე ჯავშნები არსებობს შვეიცარიიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან. 


„მიმდინარე პერიოდს თუ კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ დაახლოებით იგივე მაჩვენებლები გვაქვს. ივლისში სულ რაღაც 3%-იანი ზრდა გვიფიქსირდება. თუმცა, რომ ვთქვათ სეზონი აქტიურად დაიწყოო - არა. შარშანდელთან შედარებით გარანტირებული ჯავშნები გვაქვს პოლონეთიდან, რაც საკმაოდ კარგად აისახება ჩვენს სტატისტიკაზე, რადგანაც მინიმუმ 15 ოთახია ყოველდღიურად 1 კვირიანი ჯავშნით დაკავებული და ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ სტაბილურობას გვაძლევს. ასევე ვთანამშრომლობთ HotSale-თან, რომლის საფუძველზეც მუდმივად 20 ოთახია გარატირებულად დაჯავშნილი. ეს უფრო ქართული ბაზარია. სტატისტიკურად, რომ გითხრათ ჩვენი მომხმარებლების 55-60% ქართველი მომხმარებელია, შემდეგ მოდის პოლონეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და შემდეგ ადგილს უკვე ინაწილებენ დსთ-ს ქვეყნები: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, პერიოდულად ბელორისია“, - აცხადებს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

მისივე განმატებით 2025 წლის აგვისტოზე უკეთესი პროგნოზებია, ვიდრე 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებლები იყო. 

„დადებითი ტენდენცია გვაქვს ევროპელი სტუმრებისგან. შვეიცარია, შვედეთი, გერმანია, ავსტრია - ეს საკმაოდ ისეთი ჯავშნებია ჩვენც რომ არ ველოდით. ივლისზე თითქმის იგივე სურათი გვაქვს და მხოლოდ 3%-იანი ზრდა გვიფიქსირდება, თუმცა თვე მაინც წინ გვაქვს და წინ გვაქვს 7-8 დღე. შესაძლოა სურათი შეიცვალოს.

აგვისტოზე იმედი გვაქვს, რომ შარშანდელთან შედარებით დატვირთულობა უფრო მაღალი იქნება, მაგრამ რამდენად მოლოდინები გამართლდება მაინც დამოკიდებული ვართ ამინდზე და სტაბილურ გარემოზე. როგორც კი ცუდი ამინდის პროგნოზია არის თხოვნები, რომ ჯავშანი გადაგვიტანოთ, ან გაგვიუქმოთ და ასე შემდეგ. დასასვენებლად როცა ზღვაზე მიდიხარ ამინდი მაინც მთავარი ფაქტორია. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშველობა აქვს“, - ამბობს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი. 

ზანდა მესხიძის განმარტებით, გარდა ღამისთევებისა Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის სტუმრები აქტიურად სარგებლობენ სპა მიმართულებებით. 


„ღამისთევების გარდა ჩვენი სტუმრები აქტიურად იყენებენ სპა გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე ჩვენს რესტორნებს. ზოგადად სპა მიმართულება მაინც აქტიურია შემოდგომიდან, რადგანაც სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურები დიდი სიცხედან გამომდინარე ნაკლებად რეკომენდირებულია, მაგრამ მაინც ბევრი მომხმარებელია. სპეციალისტები თითქმის სულ დაკავებულები არიან და არ აქვთ თავისუფალი დრო. ვერ ვიტყვი, რომ ახლა მოთხოვნა არ არის, მოთხოვნა ნამდვილად არის“, - განმარავს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.


სასტუმროს მენეჯმენტი აქიურად ზრუნავს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის სტუმრებზე და ამისათვის სხვადასხვა სახის საღამოებს და ივენთებს აწყობს. 

„გვაქვს სხვადასხვა აქტიური ღინისძიებები, 19 ივლისს ჩავატარეთ რეტრო წვეულება 80-90 წლების მუსიკაზე და ძალიან გაერთო საზოგადოება. 16 აგვისტოს გვექნება ლუდის ფესტივალი, რომელიც  ასევე საკმაოდ პოპულარულია ჩვენს სტუმრებში. ვცდილობთ, რომ ასეთი თემატური საღამოები მოვაწყოთ, ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ცოცხალი მუსიკა გვაქვს. გვაქვს ასევე ქართული და საერთაშორისო ცეკვები. გარდა ამისა „შვედურ მაგიდაზე“ დაგვემატა მასტერკლასები და ჩვენი სტუმრები თავიანთი ხელით ამზადებენ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს. გვაქვს ასევე მექსიკური საღამოები, როდესაც ბურიტოებს აკეთებენ ჩვენი სტუმრები თავიანთი ხელით. 

მასტერკლასებში მინდა გითხრათ, რომ ქართველებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა უცხოელებისთვის ერთი სიამოვნებაა, როცა ხვდებიან როგორ უნდა მოამზადონ აჭარული ხაჭაპური, ან ხინკალი და თან ეცნობიან ქართულ კულტურას და კერძებს. თუმცა ეს მიმართულება ქართველებისთვისაც საკმაოდ საინტერესო აქტივობა აღმოჩნდა. იდეაში გვეგონა, რომ მხოლოდ უცხოელები დაინტერესდებოდნენ, თუმცა ქართველებსაც ძალიან მოსწონთ. საბავშვო ოთახში მუდმივად გვაქვს ძიძის სერვისი, რომელიც მშობლებისთვის ძალიან კომფორტულია, რადგანაც როცა თვითონ ირუჯებიან მათი შვილები საიმედო ხელში არიან. 


მიმდინარე სეზონზე საკმაოდ მრავალფეროვანი აქტივობებია. გვაქვს ქართული ცეკვის მასტერკლასი, როდესაც უცხოელებს ვასწავლით განდაგანას ილეთებს და შემდეგ მერე თვითონ იმეორებენ და ცეკვავენ“, - აცხადებს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა