როგორია ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2026 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 328.9 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 10.8%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (380.1 ათასი), თურქეთისა (287.0 ათასი) და სომხეთის (199.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა (45.6 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტს შეადგენდა.
2026 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (49.6 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 875.5 ათასი და 621.3 ათასი ვიზიტი.
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.30 ღამე) 3.5 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 81.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 54%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით შემცირდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით - TBC Capital
28.09.2026.19:00
TBC Capital განახლებულ პუბლიკაცია ,,ტურიზმის პულსი - აგვისტო 2026” აქვეყნებს.
,,2026 წლის აგვისტოში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. რეგიონების მიხედვით დინამიკა ძირითადად დადებითია. შემოდგომის პერიოდში თბილისსა და კახეთში ზრდის გაგრძელებაა მოსალოდნელი, ხოლო აჭარაში ზაფხულის პიკური სეზონის დასრულებამ შესაძლოა აქტივობა შეანელოს. 2026 წლის აგვისტოში არარეზიდენტების ჯამური უნდღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურიად, შესაბამისად, 26% და 30 % -ით გაიზარდა. თბილისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 13%-ით, ხოლო რესტორნებში 54%-ით გაიზარდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 54%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით შემცირდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. რაც შეეხება კახეთს, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებსა და რესტორნებში წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 17% და 38% -ით გაიზარდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.