როგორია საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიმდინარე წლის პრიორიტეტები
„ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე, მდგრადობა ნიშნავს ადამიანის კეთილდღეობას პირველ რიგში და ეს კეთილდღეობა ეხება ჩვენს რეგიონებსაც, არ უნდა იყოს მარტო ცენტრალიზირებული რა თქმა უნდა დედაქალაქების ან მაქსიმალურად ტურისტული რეგიონების აქტიური ჩართულობა ტურიზმის განვითარებაში და რა თქმა უნდა რეგიონების გააქტიურება ამ კუთხით გამოიწვევს ოთხი სეზონის ავტომატურად შექმნას იმ პროდუქტების რაც ზოგადად ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას სჭირდება. ამ ნაწილში ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივაც, რადგანაც რეგიონებში ჩვენ ვხედავთ და გვაქვს ბევრი მუნიციპალიტეტი, გვაქვს ადგილობრივი მმართველობები, რომლებიც ფაქტობრივად მუშაობენ იმაზე რომ უზრუნველყონ ტურიზმის გააქტიურობა. ახლა ჩვენ რამოდენიმემ მოგვმართა და ძალიან მიხარია მათი მხრიდან აქტიურობა, რადგანაც ვფიქრობ რომ ჩვენ როგორც ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს როგორც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას, ასევე ტურისტული ტურ-ოპერატორების, ღვინის ქარხნების, ძალიან დივერსიფიცირებულია თვითონ ასოციაციის წევრებიც, მათი საჭიროებები უნდა განისაზღვროს ასევე რეგიონებთან მიმართებაში. თუ რეგიონებში ჩვენ შევქმნით სწორ მოლოდინს იმისას რომ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურა, ნებისმიერი ახალი პროდუქტი მათ რეგიონს ძალიან გამოაცოცხლებს იქნება ძალიან უნიკალური მიდგომები თავისთავად კერძო-საჯარო თანამშრომლობის და ამ ნაწილში ვფიქრობ და არა მარტო ჩვენ როგორც ასოციაცია ვიქნებით აქტიური, არამედ სხვადასხვა უწყება, რომელიც როგორც განათლების ნაწილში ძალიან ბევრ რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი კოლეჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივების სწავლების მაჩვენებლების გაზრდას და შესაბამისად იმავე რეგიონში დასაქმებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ დღეს არ ვისაუბროთ კადრის დეფიციტზე. კადრის დეფიციტი იქნება სულ მუდმივად თანმდევი იმის ფონზე მითუმეტეს როცა იზრდება სასტუმროების რაოდენობა და შესაბამისად, მომავალში დადგება კიდევ უფრო მწვავედ ეს საკითხი თუ დღეს არ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამისად ვფიქრობ რომ ნებისმიერი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ნაბიჯებიდან საჭიროებების გამოვლენას და ჩვენც როგორც ასოციაცია არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ კვლევის გარეშე და ის ინიციატივები რომლებიც განათლებას უკავშირდება პირდაპირ არის დაკავშირებული ასოციაციის შიგნით და ზოგადად ინდუსტრის მოკვლევასთან დაკავშირებით თუ რა უნარები სჭირდებათ მათ ბიზნესის განვითარებისთვის და მასზე ვაგებთ უკვე ნებისმიერ ინიციატივას. მე მინდა მადლობა გადავუხადო სექტორის ყველა ჩართულ ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოლო პერიოდის კვლევებში იმიტომ რომ ეს გარკვეულ დროს და შესაძლებლობებს მოითხოვს. ასე რომ მაქსიმალური აქტიურობა ყველა დაინტერესებული მხარისგან გამოიწვევს უფრო მეტ შედეგს, უფრო დადებით მოლოდინს და რა თქმა უნდა ტურიზმი, როგორც ინდუსტრია, როგორც სექტორი ნამდვილად არის მომავლის დარგი", - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.