მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

როგორია საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიმდინარე წლის პრიორიტეტები

news image
mbc image

„ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე, მდგრადობა ნიშნავს ადამიანის კეთილდღეობას პირველ რიგში და ეს კეთილდღეობა ეხება ჩვენს რეგიონებსაც, არ უნდა იყოს მარტო ცენტრალიზირებული რა თქმა უნდა დედაქალაქების ან მაქსიმალურად ტურისტული რეგიონების აქტიური ჩართულობა ტურიზმის განვითარებაში და რა თქმა უნდა რეგიონების გააქტიურება ამ კუთხით გამოიწვევს ოთხი სეზონის ავტომატურად შექმნას იმ პროდუქტების რაც ზოგადად ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას სჭირდება. ამ ნაწილში ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივაც, რადგანაც რეგიონებში ჩვენ ვხედავთ და გვაქვს ბევრი მუნიციპალიტეტი, გვაქვს ადგილობრივი მმართველობები, რომლებიც ფაქტობრივად მუშაობენ იმაზე რომ უზრუნველყონ ტურიზმის გააქტიურობა. ახლა ჩვენ რამოდენიმემ მოგვმართა და ძალიან მიხარია მათი მხრიდან აქტიურობა, რადგანაც ვფიქრობ რომ ჩვენ როგორც ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს როგორც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას, ასევე ტურისტული ტურ-ოპერატორების, ღვინის ქარხნების, ძალიან დივერსიფიცირებულია თვითონ ასოციაციის წევრებიც, მათი საჭიროებები უნდა განისაზღვროს ასევე რეგიონებთან მიმართებაში. თუ რეგიონებში ჩვენ შევქმნით  სწორ მოლოდინს იმისას რომ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურა, ნებისმიერი ახალი პროდუქტი მათ რეგიონს ძალიან გამოაცოცხლებს იქნება ძალიან უნიკალური მიდგომები თავისთავად კერძო-საჯარო თანამშრომლობის და ამ ნაწილში ვფიქრობ და არა მარტო ჩვენ როგორც ასოციაცია ვიქნებით აქტიური, არამედ  სხვადასხვა უწყება, რომელიც როგორც განათლების ნაწილში ძალიან ბევრ რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი კოლეჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივების სწავლების მაჩვენებლების გაზრდას და შესაბამისად იმავე რეგიონში დასაქმებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ დღეს არ ვისაუბროთ კადრის დეფიციტზე. კადრის დეფიციტი იქნება სულ მუდმივად თანმდევი იმის ფონზე მითუმეტეს როცა იზრდება სასტუმროების რაოდენობა და შესაბამისად, მომავალში დადგება კიდევ უფრო მწვავედ ეს საკითხი თუ დღეს არ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამისად ვფიქრობ რომ ნებისმიერი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ნაბიჯებიდან საჭიროებების გამოვლენას და ჩვენც როგორც ასოციაცია არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ კვლევის გარეშე და ის ინიციატივები რომლებიც განათლებას უკავშირდება პირდაპირ არის დაკავშირებული ასოციაციის შიგნით და ზოგადად ინდუსტრის მოკვლევასთან დაკავშირებით თუ რა უნარები სჭირდებათ მათ ბიზნესის განვითარებისთვის და მასზე ვაგებთ უკვე ნებისმიერ ინიციატივას. მე მინდა მადლობა გადავუხადო სექტორის ყველა ჩართულ ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოლო პერიოდის კვლევებში იმიტომ რომ ეს გარკვეულ დროს და შესაძლებლობებს მოითხოვს. ასე რომ მაქსიმალური აქტიურობა ყველა დაინტერესებული მხარისგან გამოიწვევს უფრო მეტ შედეგს, უფრო დადებით მოლოდინს და რა თქმა უნდა ტურიზმი, როგორც ინდუსტრია, როგორც სექტორი ნამდვილად არის მომავლის დარგი", - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა