მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ის დატვირთულობა და პროგნოზები

news image
mbc image

თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ი მიმდინარე წელს სტუმრების დატვირთულობით კმაყოფილია. როგორც  Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, ოქტომბერში სასტუმროს დატვირთულობა 70%-ი იყო. 

„ქვეყნების სტატისტიკა იგივე გაქვს: ევროპის ქვეყნები, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, მეზობელი ქვეყნები. გასულ წელთან შედარებით ევროპიდან ზრდა საშუალოდ 10%-ია. დატვირთულობამ ოქტომბერში 65-70%-ს მიაღწია, რაც შეეხება ნოემბერ-დეკემბერს 55-60%-იან დატვირთულობას ვარაუდობთ. 2025 წლის მარტის ბოლომდე კი ჩვენი გათვლებით საშუალო დატვირთულობა 60%-ი იქნება. ხოლო აპრილიდან, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სასტუმროს დატვირთულობა გაიზრდება და 75%-დან 85%-ის ფარგებში იქნება. მოთხოვნა გაზრდილია ასევე ჯგუფური ტურისტული ვიზიტების მიმართულებითაც“, - განმარტავს გიორგი დოლიძე.

რაც შეეხება საახალწლო დღეებში მოთხოვნას, Glarros OldTown-მა ჯავშნების მიღება უკვე დაიწყო. 

„საახალწლოდ მოთხოვნის შემოსვლა იწყება ოქტომბრის დასაწყისში, როგორც ტურისტული კომპანიებიდან, პირდაპირ ტურისტებიდან. აქტიურად გვიკავშირდებიან ის ტურისტები, რომლებიც შარშან ჩვენთან უკვე იყვნენ. სტატისტიკურად ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და წლიდან წლამდე სასტუმროების, ტურისტული კომპანიების და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი მუშაობით ინტერესი იზრდება. ახალი წლის ღამეს ჩვენს სტუმრებს საახალწლო გალა ვახშამს ვთავაზობთ. ამ დღეებში სასტუმროში ძირითადად მეზობელი ქვენები აქტიურობენ“, - განმარტავს დოლიძე.

მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრში სასტუმროები 30 დეკემბრიდან ივსება და სტუმრები 2-3 იანვრის ჩათვლით რჩებიან.

სასტუმრო Glarros OldTown 2023 წლის 10 მარტს გაიხსნა. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 78 სასტუმრო ნომერია. ასევე არის რესტორანი ქართულ-ევროპული კერძებით.
თბილისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო Glarros OldTown თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით, სასტუმრო მალევე მოხვდა World Architecture Community-ის The WA Awards-ის 15 საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევარს შორის.
სასტუმროს ქართულ-შვეიცარული მენეჯმენტ კომპანია – HSC Group Hospitality მართავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა