რომელი ბრენდული სასტუმროების მშენებლობის დასრულება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე
2025 წელს საქართველოში რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობის დასრულება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ერთდროულად უფრო მეტი ტურისტის მიღება შეეძლება. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს დასრულდება შემდეგი სასტუმროების მშენებლობა:
საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, 2028 წლის ჩათვლით 312 სასტუმროს მშენებლობა უნდა დასრულდეს, რაც დამატებით 18 562 სასტუმრო ნომერია.
საგულისხმოა, რომ 2024 წელს გახსნილი სასტუმროებიდან ტურიზმის სექტორს 1572 სასტუმრო ოთახი დაემატა.
2024 წელს გაიხსნა:
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.