მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რომი 2025: ყველაფერი რაც საიუბილეო წლის შესახებ უნდა იცოდეთ

news image
mbc image

წელს, რომი გრანდიოზული ზეიმისთვის ემზადება - 2025 წელი, ეს ქალაქის საიუბილეო წელია, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც რელიგიური მომლოცველებისთვის, ასევე კულტურის მოყვარულთათვის. ეს ისტორიული ტრადიცია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება, მილიონობით სტუმარს იზიდავს მარადიულ ქალაქში, რომელთაც სურთ ამ უნიკალური გამოცდილების მომსწრეები გახდნენ. მოდით, ერთად განვიხილოთ რა არის საიუბილეო წელი და რატომ უნდა ესტუმროთ რომს სწორედ ამ პერიოდში.

რა არის საიუბილეო წელი?

„საიუბილეო წელი“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „წმინდა წელი“, არის პაპის მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობის პერიოდი.

იუბილეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ცნობილი ნაწილი წმინდა კარის გაღებაა. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამ მოვლენის პირველი ჩანაწერი თარიღდება 1500 წლით. ყოველი ქრისტიანისთვის, წმინდა კარის გახსნა წარმოადგენს მოგზაურობას ცოდვის ჩადენიდან მადლის მიღებამდე. პაპმა ფრანცისკემ 24 დეკემბერს საზეიმოდ გახსნა წმ. პეტრეს ტაძრის წმინდა კარი, რომელიც 2026 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე დაიხურება.

რელიგიური მნიშვნელობის გარდა, ეს არის კულტურული ზეიმის დრო, როდესაც მთელი ქალაქის მასშტაბით ეწყობა  გამოფენები, კონცერტები და ფესტივალები.

ძირითადი ღონისძიებები

საიუბილეო წლის განმავლობაში, მარადიული ქალაქი გადაიქცევა უზარმაზარ ფესტივალად, რომელიც თითოეულ სტუმარს რაღაც განსაკუთრებულს სთავაზობს:

სპეციალური საფეხმავლო ტურები, მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ პილიგრიმებს გაუძღვება ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ ღირსშესანიშნაობებისაკენ. მათ შორის წმინდა პეტრეს ბაზილიკას, სიქსტის კაპელას და წმინდა იოანე ლატერანის ბაზილიკას მიმართულებით. აქვე გაიმართება უნიკალური სახელოვნებო ღონისძიებები და გამოიფინება როგორც რენესანსის შედევრები, ასევე, მათი თანამედროვე ინტერპრეტაციები. და რა თქმა უნდა, გაიმართება კონცერტები ღია ცის ქვეშ - პიაცა ნავონა, კოლოსეუმი და ესპანური კიბეები, მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს ღია ცის ქვეშ კონცერტებისა და სპექტაკლების სერიას.

რჩევები საიუბილეო წლის ვიზიტორებისთვის

წელს, რომში ჩვეულებრივზე მეტ ტურისტს ელოდებიან, ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებელია თქვენი მოგზაურობის გონივრულად დაგეგმვა:

  • დაჯავშნეთ წინასწარ: სასტუმროები და ძირითადი ატრაქციონები სწრაფად შეივსება, ამიტომ წინასწარ უზრუნველყავით თქვენი საცხოვრებელი და ბილეთები.
  • მშვიდად დაათვალიერეთ: სანამ ვატიკანი და ძირითადი ბაზილიკები სავსე იქნება, მოინახულეთ ნაკლებად ცნობილი ძვირფასი ადგილები, როგორიცაა სანტა მარია დელ პოპოლოს ბაზილიკა ან აპიანი გზა.
  • აიღეთ Roma Pass: ეს მოსახერხებელი საშვი გთავაზობთ უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით შესვლას ბევრ მუზეუმსა და არქეოლოგიურ ობიექტში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუზღუდავ სარგებლობას, რაც ტურისტულ სეზონზე ნამდვილად აუცილებელია.

საქართველოდან რომში ფრენებს, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, Wizz Air გვთავაზობს. მაგალითად, 2025 წლის 4 აპრილს, როდესაც რომში ფანტასტიკური სეზონია, ქუთაისიდან 169 ლარად შეძლებთ გაფრენას. უკანა გზაზე კი, ვთქვათ, 13 აპრილს, ბილეთები დაახლოებით 279 ლარი დაგიჯდებათ. ჯამში, ქუთაისიდან რომში და რომიდან ქუთაისში მგზავრობა, სულ რაღაც 448 ლარადაა შესაძლებელი. ეს ფასი კიდევ უფრო დაბალია Discount Club-ის წევრებისთვის. დაგვეთანხმებით, რომ 2025 წელს, მარადიულ ქალაქში ამ ფასად ფრენა, უბრალოდ საუკეთესო შეთავაზებაა!

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა