სად იმოგზაურეს საქართველოდან 2023 წელს - PMCG-ის სტატისტიკა
2023 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 5%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
PMCG-ის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ვიზიტორების თითქმის ნახევარმა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი (43%), რომელსაც მოსდევდა სომხეთი (15%), ევროკავშირი (14%) და რუსეთი (12%). 2023 წელს ვიზიტების განაწილება დანიშნულების ქვეყნების მიხედვით წინა პერიოდების მსგავსია.
„გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2023 წელს 2.0 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ცვლილებები შეიმჩნევა დანახარჯების განაწილებაში, კერძოდ, საყიდლების წილი მკვეთრად გაიზარდა (+11 პპ), ხოლო კვების წილი შემცირდა (-8 პპ).
2023 წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო საყიდლები (მთლიანი ვიზიტების 35%), რასაც მოსდევდა მეგობრების ან ნათესავების მონახულება (32%). 2019 წელთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთაც მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა პროფესიული ვიზიტები (-6 პპ) და მეგობრებისა ან ნათესავების მონახულება (-4 პპ)“, - აცხადებენ PMCG-ში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.