საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის ზრდის მთავარი ფაქტორი სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან მიმდინარე ინტენსიური მარკეტინგული აქტივობებია - ნატა კვაჭანტირაძე
ზრდის მთავარ ფაქტორი არის ის, რომ ძალიან ინტენსიური მარკეტინგული აქტივობები მიმდინარეობს წლის განმავლობაში, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო სექტორის მხრიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ია.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია.
ნატა კვაჭანტირაძე განმარტავს, საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის მხრივ, განსაკუთრებით მესამე კვარტალში, საკმაოდ კარგი ვითარებაა.
„ზოგადად კარგი მაჩვენებლებით გაიარა მესამე კვარტალმა, გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტული ნაკადის ზრდის მაჩვენებელი ძალიან თვალსაჩინო და ცალსახაა. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, რომელიც საკმაოდ აქტიურობით გამოირჩევა, შესამჩნევი რაოდენობა იყო საერთაშორისო სტუმრების, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში. მთავარ ფაქტორი ზრდის არის ძალიან ინტენსიური მარკეტინგული აქტივობები, მიმდინარეობს წლის განმავლობაში, არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არამედ კერძო სექტორის მხრიდან. საკმაოდ დიდი ფინანსები გადის იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებში ინტერესი საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს. რათა მათ შემდგომ მოახდინონ ტურისტების ინტერესის ზრდა თავიანთ ქვეყნებში. და თავისთავად ეს პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც საქართველოსთან აქვთ კიდევ უფრო ინტენსიურად ასახონ ვიზიტორთა ზრდაში.
რაც შეეხება გამოწვევებს, ნებისმიერი მცირე რყევაც კი გავლენას ახდენს ტურიზმზე. ამიტომ სახელმწიფოს, მთლიანად კერძო სექტორის მოტივაცია უნდა იყოს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე წარდგეს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი. მოხდეს ინფორმირებულობა, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა ვართ უსაფრთხო მოგზაურებისთვის და რომ ნებისმიერი სტუმრის ინტერესი მოგზაურობის დროს არის დაცული.
გამოწვევები ამ მხრივ დღეს, მოლოდინის ნაწილში მინდა გითხრათ, რომ მაინც უკავშირდება ქვეყნის შიგნით, როგორც პოლიტიკურ ჭრილს, ასევე ეკონომიკურ ჭრილს და ტურიზმის განვითარების მთავარი მამოძრავებელი იქნება შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა და ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ ტურისტების შემოსვლით“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პირდაპირ აისახება სტატისტიკაზე და რომ ამ მხრივ საკმაოდ წინ გადადგმულია ნაბიჯია გაერთიანებულ სამეფოსთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც 2025 წლიდან ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.
„სტატისტიკურ მონაცემებში ჯერ კიდევ ლიდერობს აღმოსავლეთის ქვეყნები. ეს პირდაპირი წესით დაკავშირებულია პირდაპირ ავიამიმოსვლასთან. და თავის მხრივ ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კიდევ უფრო გაზრდილია. რაც შეეხება ზოგადა კერძო სექტორის მოტივაცია არის რაც შეძლება მეტი სტუმარი მივიღოთ ევროპიდან და რაშიც დიდი ენერგიას დებენ. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ორმხრივი, როგორც კერძო სექტორის ასევე სახელმწიფოს მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბევრი აქტივობები ხორციელდება, რომელიც უკავშირდება პირდაპირი ავიარეისების გაზრდას ქვეყანაში, სხვადასხვა პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას, რომელი ტურიზმის პროფესიონალებისთვის კეთდება, რათა სწორედ წარუდგინონ ის ტურისტული, კულტურული და ბუნებრივი რესურსები რომლის საკუთარ ტურისტულ პაკეტებში უნდა ასახონ. პირდაპირი ავიამიმოსვლა პირდაპირ აისახება სტატისტიკაზე და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე და ჩვენი როლი და პირდაპირი ავიარეისები უნდა იყოს გაზრდილი. ძალიან კარგი ნაბიჯია , რომ ჩვენ უკვე გაქვს დასრულებული მოლაპარაკებები ბრიტანეთთან და ძალიან მალე, ორი ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს დაიწყებს“ -აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სხვა სიახლეები
Delfi Lithuania-მ აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელი სტატია მიუძღვნა
06.10.2026.13:56
ლიეტუვას ერთ-ერთმა წამყვანმა ონლაინმედია პლატფორმამ Delfi Lithuania აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ზღვისპირა რეგიონი მკითხველისთვის ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებადაა წარმოჩენილი.
სტატია ბათუმს არა მხოლოდ საზღვაო კურორტად, არამედ აჭარის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და გასტრონომიის აღმოჩენის საწყის წერტილად წარმოაჩენს. მასალა მკითხველს აცნობს ქალაქის თანამედროვე და ისტორიულ არქიტექტურას, ზღვისპირა ინფრასტრუქტურას, აჭარის დაცულ ტერიტორიებს, მთიან რეგიონს, ადგილობრივ სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის შესაძლებლობებს.
„საქართველოს ამ ულამაზესი რეგიონის რამდენიმე სიტყვით აღწერა რთულია. მისი უნიკალური კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და სტუმართმოყვარეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ამ მხარეში მოგზაურობას საქართველოს გაცნობის შესანიშნავ შესაძლებლობად აქცევს,“ წერს Delfi.lt.
სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკო და სათავგადასავლო ტურიზმს. Delfi.lt მკითხველს აცნობს მტირალას ეროვნულ პარკს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მთიან აჭარას და რეგიონში არსებულ საფეხმავლო და საველოსიპედე მარშრუტებს. გამოცემა ასევე საუბრობს ჯომარდობის, კანიონინგის, ცხენით ჯირითისა და ჩირუხის მთაზე არსებული ზიპლაინის შესაძლებლობებზე.
ბათუმის ურბანულ გარემოზე საუბრისას ავტორი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურის თანაარსებობას გამოყოფს — ისტორიული ბათუმიდან თანამედროვე ცათამბჯენებამდე. ,,ბათუმში დაბრუნებისას კონტრასტები არსად ქრება — ამჯერად მათ ბუნება კი არა, თავად ქალაქი ქმნის. ძველ ბათუმში შემორჩენილი XIX საუკუნის შენობები, მორთული ფასადებითა და აივნებით, იმ ეპოქას გვახსენებს, როდესაც ქალაქი შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტის სახით ვითარდებოდა. თუმცა, საკმარისია რამდენიმე ქუჩა გაიარო და ქალაქის იერსახეს უკვე მინის ცათამბჯენები და თანამედროვე არქიტექტურა ცვლის“.
Delfi.lt-ის მასალაში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება აჭარულ სამზარეულოზე. გამოცემა მკითხველს აცნობს აჭარულ ხაჭაპურს, ბორანოს, სინორსა და ჩირბულს, ასევე ქართული სუფრისა და ღვინის კულტურას. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მეღვინეობის მრავალათასწლოვანი ისტორია და აჭარის ადგილობრივი ვაზის ჯიშები - ჩხავერი და ქედის ცოლიკაური.
გამოცემა ბათუმსა და აჭარას ოთხივე სეზონის მიმართულებად წარმოაჩენს. ზაფხულის საზღვაო დასვენებასთან ერთად, სტატია ყურადღებას უთმობს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნებრივ და გასტრონომიულ შესაძლებლობებს, ასევე ზამთარში მთიან აჭარასა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტს.
სტატიის დასკვნით ნაწილში Delfi.lt ბათუმისა და აჭარის მთავარ უპირატესობად ერთ რეგიონში განსხვავებული ტურისტული გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას ასახელებს. „მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შესაძლებლობა, ერთ რეგიონში საქართველოს სრულიად განსხვავებული მხარეები აღმოაჩინოთ - ცოცხალი ზღვისპირა ქალაქიდან აჭარის მთებამდე, მდინარეებსა და ხშირ ტყეებში დამალულ ჩანჩქერებამდე.“
Delfi Lithuania (Delfi.lt) ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ონლაინმედია პლატფორმაა, რომელსაც ყოველთვიურად საშუალოდ 700 000 რეალური მომხმარებელი ჰყავს.