მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა - ACI Europe-ს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა  მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით - საუბარია ACI წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით,  ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგი აღიარება, რომლის მიხედვითაც ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და 1 600 000 -ზე მეტ მგზავრს  უმასპინძლა.

„ქუთაისის აეროპორტში 37 მიმართულებით ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების ოპერირება, საიდანაც 28 არის ევროპული მიმართულება და სწორედ ქუთაისის აეროპორტს აქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები იმისთვის,  რომ მოხდეს აერპორტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება და მისი გამტარუნარიანობის ზრდა იმისთვის,  რომ ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ავიაკომპანიას, მივიღოთ მეტი პირდაპირი რეისი, დავნიშნოთ ახალი მიმართულებები ევროპის ქვეყნებში,  შედეგად კი როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა