მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-სთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე ვმუშაობთ - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ. შეხვედრას ასევე დაესწრო „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. IATA, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ორგანიზაციაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმას შეიმუშავებს. მას მსგავსი   პროექტები აქვს განხორციელებული მსოფლიოს ისეთი წარმატებული ქალაქების აეროპორტებისთვის, როგორიცაა რომი, ათენი, ვარშავა, სტამბოლი და სხვ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მასტერპლანის არსებობა საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომდევნო 20 წლის განმავლობაში თანმიმდევრული პოლიტიკა განახორციელოს და ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს.  

მინისტრის მოადგილის განცხადებით, განვითარების გეგმა საქართველოს მთავრობისთვის სამი ძირითადი მიმართულებით იქნება გზამკვლევი. მისი თქმით, პირველია მოლოდინი, რომელიც ქართულ მხარეს აქვს აეროპორტის განვითარების ტემპის გათვალისწინებით - დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ობიექტია. შესაბამისად, მასტერპლანმა უნდა განსაზღვროს მგზავრთნაკადი 20 წლის ვადაში წლების მიხედვით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მზარდი მგზავრთნაკადიდან და რეისებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, როგორ განვითარდეს საეროდრომო და სატერმინალო ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა სამიზნე ბაზრების, ავიაკომპანიების და მიმართულებების დივერსიფიკაცია, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კონტრიბუცია როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის ეკონომიკაში მუდამ მზარდი იყოს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აეროპორტზე, როგორც ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელზე რეგიონში.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები 6 თვის განმავლობაში მოამზადებენ ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას, რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში. 

საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, აგრეთვე ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ სხვა უწყებებში. მათ ასევე მოინახულეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, მისი სააეროდრომო ნაწილი და არსებულ მდგომარეობა და შესაძლებლობები.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ Norwegian-თან

01.07.2026.08:46

Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ავიაკომპანია Norwegian-თან. ავიამიმართულებების განვითარების დირექტორი ადინ კავარა დეტალურად საუბრობს მოლოდინებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ ფაქტორებზე, რამაც კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

რატომ გადაწყვიტა Norwegian-მა სწორედ ახლა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოს ავიაციის და ტურიზმის სექტორებში?

საქართველოს ცნობადობა ბოლო წლებში თანდათან იზრდება, განსაკუთრებით მისი მეღვინეობის რეგიონების, შთამბეჭდავი ბუნებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გამო. Norwegian-ს სჯერა, რომ სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი და ხელმისაწვდომი ავიარეისების შეთავაზებით ტურისტების სრულიად ახალი სეგმენტი დაინტერესდება საქართველოს მონახულებით.

არის თუ არა კოპენჰაგენის რეისი Norwegian-ისთვის საქართველოში ოპერირების მხოლოდ პირველი ეტაპი, თუ უკვე განიხილავთ ახალი პირდაპირი მიმართულებების დამატებასა და ქსელის გაფართოებას?

კოპენჰაგენი ჩვენთვის ბუნებრივი პირველი არჩევანი იყო, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ სკანდინავიის ქვეყნებს შორის სწორედ დანიასა და საქართველოს შორის არის მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადი. ახალი მიმართულებების განხილვა ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ კოპენჰაგენის რეისი წარმატებული იქნება, ბუნებრივია, მომავალში განვიხილავთ სხვა სკანდინავიური ქალაქებიდანაც პირდაპირი რეისების დამატებას.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე კონკურენციის, მგზავრების არჩევანისა და ავიაბილეთების ფასების თვალსაზრისით?

როგორც ყოველთვის, როდესაც ახალი პირდაპირი მიმართულება ემატება ველოდებით, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მგზავრების უმრავლესობა უპირატესობას პირდაპირ რეისებს ანიჭებს. ამასთან, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა გააძლიერებს კონკურენციას და მგზავრებს მეტ არჩევანს შესთავაზებს, რაც დადებითად აისახება ავიაბილეთების ფასებზეც. უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები კიდევ უფრო გაზრდის მგზავრთა რაოდენობას და მთლიანად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორია Norwegian-ის გრძელვადიანი ხედვა საქართველოს მიმართ? ელით თუ არა მომდევნო წლებში ფრენების სიხშირის გაზრდას, ახალი მიმართულებების დამატებასა და ბაზარზე საქმიანობის გაფართოებას?

ჩვენი მიზანია საქართველო ჩვენი მარშრუტების ქსელში პოპულარულ მიმართულებად ვაქციოთ და სკანდინავიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კოპენჰაგენსა და თბილისს შორის ახალი რეისის დაწყება, იმედია, Norwegian-ის საქართველოში ოპერირების მხოლოდ დასაწყისია. მომავალში გვინდა გავზარდოთ როგორც ფრენების სიხშირე, ისე დავამატოთ ახალი მიმართულებებიც.

როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც Norwegian-ის საქართველოში შემოსვლამდე მიგიყვანათ. როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საავიაციო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის?

Norwegian-ის საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან ეს Norwegian-ისთვის საქართველოში პირველი რეისია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უკეთ შეგვეფასებინა ბაზრის პოტენციალი. ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერამ და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს მიმართულება რეალობად ქცეულიყო.

როგორია თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებაზე მგზავრთა მოთხოვნისა და კომერციული შედეგების მიმართ უახლოეს წლებში? რომელ სეგმენტზე აკეთებთ ძირითად აქცენტს - გამსვლელ ტურისტებზე, საქართველოში შემომსვლელ უცხოელ ვიზიტორებზე, ბიზნესმგზავრებზე თუ ქართულ დიასპორაზე? თქვენი შეფასებით, რომელ სეგმენტში იქნება მოთხოვნა ყველაზე მაღალი?

ამ მიმართულების მიმართ ჩვენი მოლოდინები საკმაოდ მაღალია, რადგან გვჯერა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო პოპულარული ტურისტული ქვეყანა გახდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება იმისთვის, რომ რეისი მთელი წლის განმავლობაში შევასრულოთ და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ტურისტებს მოვემსახუროთ. ჩვენი პროგნოზით, მგზავრთა ძირითად ნაწილს შეადგენენ სკანდინავიელი მოგზაურები, რომლებიც ახალ გამოცდილებას ეძებენ, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბიზნესმგზავრები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა