მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს 2024 წელს უმასპინძლებს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ეს ტიტული ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გადმოეცა. „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და შედეგად, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს გადმოეცა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული. ამით საქართველომ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც საუდის არაბეთში 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს. ღონისძიებას ასევე ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.  

„საქართველო განაგრძობს, იყოს საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად დავხვდეთ 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან. ჩვენ შევძლებთ, ღირსეულად წარმოვადგინოთ საქართველოს როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალი. ამ გამარჯვებით, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს აღიარების, ცნობადობის გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ლიდერების ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაციას საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა