მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო უკვე დაუბრუნდა მსოფლიო ტურისტულ რუკას - „ბთლ ჯორჯია“

news image
mbc image

საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია, აცხადებს ტურისტული კომპანია „ბთლ ჯორჯიას“ მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალი ბეთანიშვილი.

„ბთლ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე უკვე დაბრუნდა. 

„წლევანდელი წელი 2019 წელთან შედარებით საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ  ბევრი ევროპელი მოგზაური შემოვიდა.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე, რომელიც მაის ტურიზმის (საქმიანი ტურიზზმი) მიმართულებით მუშაობს, ძალიან გაზრდილია ჯგუფების შემოსვლაზე მოთხოვნა. მაღალი რაოდენობაა იმ თვალსაზრისით, რომ ჯგუფების შემადგენლობაში 100,  200 ან 250 ადამიანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პერიოდი, განსაკუთრებით მესამე კვარტალში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მომართვიანობა და ვფიქრობთ, რომ საქართველო უკვე დაუბრუნდა ტურისტულ რუკას.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველომ ტურიზმის მხრივ პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე გადაუსწრო და მსოფლიო რუკაზე ღირსებულ ადგილს ვიკავებთ“, - აღნიშნა სალი ბეთანიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან)  მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს  +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი

28.11.2026.18:01

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა