მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტი შემოსავალი მიიღო - მაია ომიაძე

news image
mbc image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სამი კვარტლის მონაცემებს აფასებს.

მაია ომიაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობებიდან 3,3 მლრდ დოლარის შემოსავალი უკვე მიიღო. 

„9 თვის მონაცემებით ტურიზმში შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 2019 წელთან შედარებით, 26%-იანი მატებაა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-მდე ზრდა.

იცით, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მუდმივად ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს, ეს იქნება ევროპის ქვეყნები თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან შორეულ ქვეყნებშიც ვიწყებთ აქტიურ კამპანიებს. რაც რა თქმა უნდა გაზრდის ტურისტების რაოდენობას და თავისთავად შემოსავლებზე აისახება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან)  მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს  +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა