საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 რეისს ნიშნავს. დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
13 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -14:30 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა -14:30 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა - 15:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა - 16:30 საათზე.
14 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 10:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 12:10 საათზე.
15 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 9:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 11:30 საათზე;
18 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 13:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;
22 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;
15 აპრილი: ნატახტარი - ბათუმი გაფრენა - 13:30, ბათუმი - ნატახტარი გაფრენა 15:20 საათზე;
22 აპრილი: ნატახტარი - ბათუმი გაფრენა - 9:45 საათზე, ბათუმი - ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურისმიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდებავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.