საქართველოს ავიაბაზრით ესპანური VUELING-ი დაინტერესდა
საავიაციო ფორუმ Connect 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ბოლო შეხვედრა ესპანურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია VUELING-ის ხელმძღვანელობასთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ოპერირების დაწყების შესაძლებლობას.
,,VUELING-თან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით ძალიან არის დაინტერესებული იმ ფონზე, რომ ტურისტული ნაკადები საქართველოდან ესპანეთში და პირიქით, მზარდია. ამას კი ხელი შეუწყო, ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებამ, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ეს არის ერთადერთი პირდაპირი საჰაერო კავშირი ესპანეთის სამეფოსთან. ივნისიდან, კვლავ ქუთაისის აეროპორტიდან გვემატება მადრიდის მიმართულებაც და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ დატვირთული იქნება რეისები. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, მგზავრებს ერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს საქართველოს სხვადასხვა აეროპორტებიდან ვთავაზობთ, რათა მათ არჩევანის მეტი საშუალება ჰქონდეთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია VUELING 2004 წელს დაფუძნდა და ავიახომალდებისა და მიმართულებების რაოდენობით ესპანეთში სიდიდით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა. VUELING-ს ბაზები ბარსელონას, პარიზის (ორლი) და რომის (ფიუმიჩინო) აეროპორტებში აქვს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.