მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს გარდა, ჩვენთვის დიდ ბაზარს წარმოადგენს ისრაელი - ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი

news image
mbc image

სექტემბერ-ოქტომბერში ლოპოტა სპა რეზორტის დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, საქართველოს გარდა ჩვენთვის დიდ ბაზარს წარმოადგენს ისრაელი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშილმა განუცხადა.

„ვმასპინძლობთ როგორც ინდივიდუალურ ტურებს, ასევე ჯგუფურ ბიზნესს. კახეთი თავისი შემოდგომის სილამაზითა და მრავალფეროვნებით, რაც ასევე აქვს ლოპოტას, ღვინის თემატიკითა და რთველით, მიმზიდველია ტურისტებისთვის და შესაბამისად სეზონიც დატვირთული გვაქვს. ვმასპინძლობთ, როგორც შიდა ტურისტულ ნაკადებს, ასევე საერთაშორისო ტურისტებს. 22 სექტემბერს გვქონდა რთველის ფესტივალი, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და წელსაც კარგად ჩატარდა. გაიმართა ნიაზ დიასამიძის კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ ლოპოტა სპა რეზორტის ლოიალური სტუმრები “,- განაცხადა ლოპოტა სპა რეზორტის კომერციულმა დირექტორმა

რაც შეეხება ოქტომბერს,  მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე 10 ოქტომბერს დაიწყო ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი, ხოლო 19 ოქტომბერს აღნიშნავენ ჰელოუინის დღეს და ამ პერიოდში სასტუმრო სრულადაა დაჯავშნილი.

 რაც შეეხება ტარიფებს, შემოდგომის სეზონზე ლოპოტა სპა რეზორტის ტარიფები სექტემბრის მეორე ნახევრიდან იცვლება.

 „ჩვენთან ტარიფები მედიანურია და მოთხოვნის მიხედვით მერყეობს. სტუმრებისთვის გვაქვს სხვადასხვა შეთავაზებები. მაგალითად, ამ სეზონზე სტანდარტული კატეგორიის ნომერში ღამის გატარების ფასი 580 ლარია, ხოლო თუ სტუმარი ისარგებლებს ორღამიანი შეთავაზებით, საფასური 435 ლარია“, - განაცხადა მაკა ღლიღვაშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა