საქართველოს „ღვინის კლუბის ორგანიზებით“ გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) და ასოციაციის ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI) მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი ჯიშების გაცნობას, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებას.
„ახალი ღვინის ფესტივალი“, ტრადიციულად, მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ფესტივალში 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, ასევე ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ, მათ შორის, როგორც უკვე ცნობილი, ასევე ახალი მარნები ახალი ღვინოებითა და კონცეფციებით. ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2022 წლის მოსავლის ღვინოები დააგენოვნებინეს.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ გახსნეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.
„ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის, ასევე, ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. მეღვინეობის დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებით და პროგრამებით ახორციელებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან ტარდება და მისი მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ტრადიციულად, ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და ღვინის მწერლები სტუმრობენ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის გეგმავენ ვიზიტს საქართველოში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.