მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს მარგალიტი: მოგზაურობა თბილისში – Arab News

news image
mbc image

საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Arab News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს. გამოცემის ჟურნალისტმა შაისთახანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

„საქართველო არაბთათვის უცხო არ არის, 2022 წელს, ამ ქვეყანას  სპარსეთს ყურის ქვეყნებიდან 140 ათასზე მეტი რეზიდენტი ეწვია, აქედან ვიზიტორთა 79 % საუდის არაბეთზე მოდის. 3 საათ ნახევარი ფრენის შემდეგ სპარსეთის ყურის რეგიონიდან  საქართველოში ჩასული ტურისტი ევროპული და აზიური კულტურის ნაზავს აღმოაჩენს.  რუსთაველის გამზირზე თქვენ იპოვით როგორც ნეოკლასიკურ არქიტექტურას, მავრიტანულს, ოპერის შენობას, ასევე საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელ შენობებს, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს და აქ კაფეები ან კრეატიული სივრცეებია მოწყობილი.

მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად სხვა მიზეზიც არსებობს რაც ტურისტს ამ ქვეყანაში იზიდავს. თოვლით დაფარული კავკასიონის მთები არასდროსაა შორს თქვენგან. მთელი წლის განმავლობაში კავკასიონის მთები მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის სათავგადასავლო ადგილია. ადგილობრივები სტუმართმოყვარე ხალხია, აქ ადვილია გემრიელი კერძების აღმოჩენა და ხალხთან საუბარი“-,წერს შაისთახანი.

სტატიაში აღწერილი მეტეხი, აბანოთუბანი, ნარიყალა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, მშრალი ხიდი და ბაზარი.

„ნარიყალას ციხე-სიმაგრის ქვემოთ აბანოთუბანია, აქ წარმოდგენილია 6 რელიგიური ინსტიტუტი. თქვენ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, კათოლიკურ, სომხურ გრეგორიანულ ეკლესიებს, მეჩეთს, სინაგოგას და ზოროასტრულ ცეცხლის ტაძარს“,-წერს ავტორი.

Arab News სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამოცემა პოპულარულია საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და ომანში.

https://www.arabnews.com/node/2436561/lifestyle

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა