საქართველოს ტურისტულ პოტენციალს დუბაიში ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა ATM Dubai-2024 წარმოდგენილი.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე 30-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ATM Dubai-2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენების სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, სამთო, საზღვაო კურორტატორები და დაცულ ტერიტორიებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, დუბაის საერთაშორიო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, გერმანული როკის ლეგენდას Scorpions-ისა და ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის „Jungle“-ს კონცერტებზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა. კამპანია “სთარინგ ჯორჯიას” ფარგლებში კონცერტები Black Sea Arena-ზე გაიმართება.
Arabian Travel Market-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო პირებთან ერთად, საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მომზადება, მოლაპარაკებებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2300 კომპანია და ტურისტული ორგანიზაცია წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე | საქსტატი
19.11.2026.11:50
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.