საქართველოში განთავსების საშუალებებში ვიზიტორთა დანახარჯები გაიზარდა
2024 წელს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, განთავსების საშუალებებში, სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში საერთაშორისო ვიზიტორებმა 2023 წელთან შედარებით მეტი დახარჯეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, საერთაშორისო ვიზიტორებმა განთავსების საშუალებებში დახარჯეს 4.8 მილიარდი ლარი, (4,807,937,671), რაც სრული ხარჯების 33.7%-ს შეადგენს და +2%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განთავსების საშუალებებში დანახარჯების ზრდასთან ერთად 2024 წელს, საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა - 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც - მისი ოდენობა 963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.