საქართველოში სასტუმროების სერვისი ერთ თვეში 10.9%-ით გაძვირდა
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.0%-ით გაიზარდა. . როგორც PMC Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თვიური სფი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (25.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.0%).
2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 7.0%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).
„2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 253 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა დეკემბერში 123 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 407 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 547 ლარი შეადგინა, თბილისში - 529 ლარი, გურიაში - 409, ხოლო აჭარაში - 325“, - აღნიშნულია PMC Research-ის კვლევაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.