მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში ტურიზმზის ხელშეწყობისთვის Mastercard-ი ახალ პროექტს იწყებს - დეტალები

news image
mbc image

Mastercard-ი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ტურისტულ ობიექტებში უცხოური Mastercard ბარათებით გადახდისას განსაკუთრებული ფასდაკლებები იმოქმედებს. როგორც Mastercard-ში განმარტავენ, ამ ინიციატივის ძირითადი მიზანი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერა და საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის დონის ზრდის ხელშეწყობაა.

„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ისე ჩვენს გლობალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ტურისტების მოსაზიდად და მათთვის შესაბამისი სერვისების შესათავაზებლად. ახალი პროექტის ფარგლებში, Mastercard-ი გეგმავს უცხოური Mastercard ბარათებით გადახდისას ტურისტებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზებას სხვადასხვა ობიექტში, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები თუ სხვა. ამ ინიციატივის ძირითადი მიზანია ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერა და საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის დონის ზრდის ხელშეწყობა“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან  Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე.

ზღუდაძის თქმით, პროგრამა მიზნად ისახავს ყველა საერთაშორისო Mastercard-ისმომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რათა არ შევზღუდოთ ტურისტების შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ მათთვის ერთიანი გამოცდილება, რომელ ქვეყნიდანაც არ უნდა იყონ. 

„ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, შუა აზიაში, არაბულ ქვეყნებში, ამ შეთავაზებების მუდმივი კომუნიკაცია იგეგმება როგორც ჩვენი ადგილობრივი ოფისების, ისე პარტნიორი ბანკების მხრიდან. ამ გზით, ჩვენ 300 მილიონზე მეტ მომხმარებელს მივაწვდენთ ხმას“, - აცხადებს ზღუდაძე.

პროექტის ფარგლებში, Mastercard-ი გეგმავს სხვადასხვა ტიპის ობიექტების ჩართვას, რომლებიც ტურისტების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს. ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები მოიცავს სასტუმროებს, კვების ობიექტებს, მაღაზიებს და სხვა ტურისტულ სექტორს, რათა უზრუნველვყოთ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სერვისების ხელმისაწვდომობა. ეს ყველაფერი გათვლილია როგორც ტურისტების ზოგადი კმაყოფილების ასამაღლებლად, ისე საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.

„საწყის ეტაპზე, Mastercard-ი აქცენტს აკეთებს მაღალი კატეგორიის ობიექტებზე, მათ შორის 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებზე და მაღალი კლასის რესტორნებზე. ამ გადაწყვეტილებით, პროექტი მიზნად ისახავს მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვას, რაც ეკონომიკური ზრდისთვის და ტურისტული ბაზრის დახვეწისთვის სასარგებლოა. თუმცა, პროგრამა მოქნილი იქნება და Mastercard პარტნიორობას განიხილავს იმ ობიექტებთანაც, რომლებიც ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბრენდებს საკუთარი საბონუსე და ფასდაკლების სისტემები გააჩნიათ, Mastercard-ის პროგრამით მათ დამატებით შეეძლებათ სარგებლობა. უფრო მარტივად, ეს ნიშნავს, რომ Mastercard-ის მფლობელებს შეეძლებათ ისარგებლონ როგორც საკუთარი, ისე ბრენდების შეთავაზებებით, რაც გადამხდელებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისსა და მეტ დანაზოგს შესთავაზებს“, - აცხადებს Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი

28.11.2026.18:01

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა