საკმაოდ კარგი ზამთრის ტურისტული სეზონი იყო - Hotel Carpe Diem Gudauri
საკმაოდ კარგი სეზონი იყო, - ასე აფასებს ზამთრის ტურისტულ სეზონს სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური მენეჯერი. ილია ბარბაქაძე ამბობს, რომ გასული თვეების მსგავსადვე დატვირთული იქნება მარტის თვეც.
„ჯავშნებიდან გამომდინარე თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგი სეზონი გვექნებოდა და შემდეგ უკვე უფრო და უფრო გაიზარდა. მარტშიც კარგ სეზონს ველოდებით, რადგან თოვლი მოვიდა“, - აცხადებს ილია ბარბაქაძე.
სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ასტუმროს სტუმრები მთელი მსოფლიოდან ჰყავდა.
„ტურისტები მთელი მსოფლიოდან გვყავდა, ასე გამორჩევა რთულია. Hotel Carpe Diem Gudauri-ს მაგალითზე ადგილობრივები ნაკლებად არიან, სადღაც 5%-ი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადგილობრივები ზოგადად გუდაურში არ ისვენებენ. Hotel Carpe Diem Gudauri აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და წელს სასტუმროს მაგალითზე საკმაოდ აქტიურობდა ლიეტუვა და ისრაელი.ყველაზე დიდი ნაკადი მაინც ამ ქვეყნებიდან იყო და წელს ზრდა შესაბამისად უფრო ამ ქვეყნებიდან იყო.
აქტიურად იყვნენ ასევე დამსვენებლები გალფის ქვეყნებიდან და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია აზიის ბაზარიც“, - აცხადებს სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური მენეჯერი.
სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ში ღამისთევების საშუალო მაჩვენებელი 4-5 დღე/ღამეა, სასტუმრო ოთხი კატეგორიის 62 ნომერს აერთიანებს.
სასტუმრო Carpe Diem განთავსებულია გუდაურის ცენტრში, მეორე საბაგიროსთან ახლოს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს სასტუმროდან 135 კილომეტრის მოშორებით. აეროპორტიდან სასტუმრომდე მანქანით მგზავრობა გრძელდება დაახლოებით 2 საათი და 30 წუთი.
„ყველა სტუმარს ვთავაზობთ აეროპორტში დახვედრას. დახვედრის ფასი დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. ზუსტი ფასის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯავშნების განყოფილებას“, - აღნიშნულია სასტუმროს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.