მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკმაოდ ცხელი სეზონია, მოთხოვნა კავკასის კომბინირებულ ტურებზე გაჩნდა - Discover Georgia

news image
mbc image

2023 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და ამაში დიდი როლი ითამაშა ITB Berlin-ის მსოფლიო ტურისტულმა გამოფენამ, - აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული ტურიზმის სტატისტიკური მაჩვენებლებით, სექტორის მოლოდინები გამართლდა.

„ჩვენი ტურისტული კომპანია Discover Georgia, რამდენიმე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც რეკლამირებას უკეთებდა საქართველოს როგორც მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტს და შესაბამისად, ზაფხულისთვის გვქონდა კარგი მოლოდინები და ეს მოლოდინები გამართლდა. ბევრი მსურველია, რომელსაც სურს საქართველოში მოგზაურობა. კონკრეტულად, ითხოვენ კავკასიის კომბინირებულ ტურებს: საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი. ასევე გაზრდილია, მოთხოვნა კულტურულ ტურებზე, რომელზედაც პანდემიის დროს მოთხოვნა არ იყო.

რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის დინამიკას, მნიშვნელოვანია, რომ ავიაციის სტატისტიკა ხელს უწყობს ქვეყანაში და ქვეყნიდან ტურისტების როგორც შემოდინებას, ასევე გადინებას. მრავალი ავიაკომპანია, საუბარია 50-ზე მეტი ავიაკომპანიაზე, რომლებიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს ასრულებს 60-ზე მეტი მიმართულებით ფრენებს, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ციფრია. ავიაცია, ფრენები და აღდგენილ სიხშირეები ხელს უწყობს შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის პროგრესულ და მდგრად დინამიკას. ჩვენთვის ტურისტული კომპანიისთვის საკმაოდ ცხელი სეზონია, ბევრი მომხმარებელი მოგვმართავს საქართველოში სამოგზაუროდ ასევე საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ“, - ამბობს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.

ნინა კეკელიძის თქმით, Discover Georgia-მ საკუთარ თავზე აიღო მთლიანად კავკასიის კომბინირებული ტურების ორგანიზება.

„ეს კი გულისხმობს იმას, რომ ჯერ მოგზაური ჩამოვა საქართველოში შემდგომ ჩვენ უზრუნველვყოფთ მის სომხეთში გამგზავრებას, სომხეთიდან კვლავ ბრუნდება საქართველოში, შემდეგ ვაორგანიზებთ მის მოგზაურობას აზერბაიჯანში. აზერბაიჯანიდან კი სურვილისამებრ ან ისევ საქართველოში დაბრუნდება ან გაფრინდება აზერბაიჯანიდან.

მოთხოვნა კომბინირებულ ტურებზე არის ჩინეთიდან, ევროპიდან, აზიაში ნაკლებად მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. იმიტომ, რომ მათ საქართველო მოსწონთ და ხიბლავთ, სპეციფიკური კაზინო ტურების გათვალისწინებით“, - აცხადებს Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.

ირკვევა, რომ Discover Georgia-ს შემთხვევაში კომბინირებული ტურის მინიმალური ხანგრძლივობა 7-8 დღეა, რომელიც იზრდება დამკვეთის სურვილის შესაბამისად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა