მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust-ის „The Travel List Green List“-ში შევიდა.

„The Travel Green List“ სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust ყოველწლიური, გლობალური პრესტიჟული რეიტინგების სიაა. ეს პროექტი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ იმ გამორჩეულ მიმართულებებს, ინიციატივებსა და ტურისტულ პლატფორმებს აერთიანებს, სადაც ეკომეგობრულ ტურიზმს ხელს უწყობენ .

„ეს პროექტი მოგზაურებს საოჯახო კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც კერძებს ბუნებასთან აკავშირებს. „მზისკარი“ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეთნოგრაფიულ, ტრადიციულ კულინარიას, მეღვინეობასა და საოჯახო სასტუმროებში არსებულ აგროტურისტულ გარემოს, სადაც კულტურა, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურისტული პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბიზნესების გასაძლიერებლად“,- წერს Wanderlust და მკითხველს პლატფორმის ექპერტის აზრს უზიარებს.

„მზისკარი“ მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის დაკავშირება ტურიზმის საშუალებით, შემოქმედებითად წარმოდგენილი ვებგვერდის მეშვეობით“.

„მზისკარი“ საქართველოს რეგიონებში ავთენტური საოჯახო ობიექტების მოძიებით, ქმნის გასტრონომიულ გზამკვლევს მნიშვნელოვანი მისიით - შეინარჩუნოს ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობა, მხარი დაუჭიროს რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს და გააღვივოს კულტურული მიმოცვლა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის.

https://online.fliphtml5.com/tbpue/Binder_Optimized_245-LHKK/#p=152  

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა