საქართველო ევროპისთვის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია - მარიამ ტიგინაშვილი
ტურისტული კომპანია „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის" წარმომადგენელი, მარიამ ტიგინაშვილის შეფასებით, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა ბიზნესისა და ტურისტული კავშირების განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება და მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ევროპისთვის არის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარი, ასევე ევროპა არის საქართველოსთვის წამყვანი ბაზარი" - განაცხადა მარიამ ტიგინაშვილმა.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ტურისტული სააგენტოებთან, მედია ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა. შეხვედრები შედგა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს. საქართველოს კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ გერმანელ კოლეგებთან და ერთობლივი ტურისტული პაკეტები შეემუშავებინათ.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
23.04.2026.10:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.
ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა.
2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.