მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება

news image
mbc image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში გაიმართა. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა, გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.

თბილისის შემდეგ გადაღებები აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გაიმართა. მსახიობი ადგილობრივ კულტურას, ტრადიციულ რეცეპტებსა და თითოეული რეგიონის თავისებურებებს უშუალოდ ადგილზე გაეცნო.

საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი სრულად საქართველოს მიეძღვნება და ქვეყნის ტურისტულ, გასტრონომიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

გადაღებული მასალა გლობალურ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზეგანთავსდება და საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ გააცნობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Emotions are Georgia - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

09.11.2026.11:45

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში როუდშოუ სახელწოდებით „Emotions are Georgia“ გამართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პარალელურად კი B2B შეხვედრები გაიმართა ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ყაზახეთში გამართული როუდშოუს პარალელურად, ყაზახი ტუროპერატორებისთვის გაცნობითი ტურები საქართველოშიც მოაწყო. ტურის მიმდინარეობისას ყაზახი სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ასევე გაიმართა მედიატურები ყაზახი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფებისთვის. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ასევე ეწვივნენ მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და გურიის მხარეებს.

ტურის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ყაზახეთის წამყვან ბიზნეს/ეკონომიკურ პორტალებსა და მედიაპლატფორმებზე. 

ყაზახი ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტები: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას.

საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა