საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში გაიმართა. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა, გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.
თბილისის შემდეგ გადაღებები აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გაიმართა. მსახიობი ადგილობრივ კულტურას, ტრადიციულ რეცეპტებსა და თითოეული რეგიონის თავისებურებებს უშუალოდ ადგილზე გაეცნო.
საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი სრულად საქართველოს მიეძღვნება და ქვეყნის ტურისტულ, გასტრონომიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
გადაღებული მასალა გლობალურ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზეგანთავსდება და საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ გააცნობს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე
05.10.2026.15:57
„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.
„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.
Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.