საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს ეროვნულ სტენდზე 8 ქართული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს წამყვან ფრანგულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
წლევანდელი IFTM Top Resa 2026 მასშტაბურობითა და ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩეოდა.
ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 35 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.
სხვა სიახლეები
III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა - საქსტატი
20.11.2026.17:30
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.