მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სეულის საერთაშორისო გამოფენაზე SITF Korea 2026 გაეცნენ

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF Korea 2026 მიიღო მონაწილეობა.

სეულში გამართულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორეაში, სეულში, ტურისტულ გამოფენაზე იყო წარდგენილი 10-ზე მეტ ქართულ კომპანიასთან ერთად. კორეული ბიზნესსექტორი გაეცნო ქართული კომპანიების პროდუქტს, ძალიან წარმატებული გამოფენა შედგა.

ვფიქრობთ, რომ ეს ახალი მიმართულება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ საქართველოში ბევრად მეტი კორეელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფსაც ვუმასპინძლეთ კორეიდან, როგორც ინფლუენსერების, ისე სატელევიზიო გადაცემების მიმართულებით, რაც დაგვეხმარება, რომ საქართველოს ცნობადობა სამხრეთ კორეაში გაიზარდოს“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს შესახებ პრეზენტაციები, შეხვედრები შედგა კორეულ კომპანიებთან და ტურისტულ ასოციაციებთან საქართველოში კორეელი ტურისტების მოსაზიდად და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად.

SITF Korea 2026-ზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა.

SITF Korea 2026-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.2%-ით გაიზარდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

10.09.2026.18:05

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტსhttps://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting

ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა