საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა.
ECTN Awards 2026-ზე 23 ევროპული ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო ჯამში 72 განაცხადი.
„მზისკარი" ფინალისტად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები" (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) და ამ კატეგორიაში ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორისაა.
აღნიშნულ ნომინაციაში „მზისკარი" ფინეთის, საბერძნეთისა და ხორვატიის პროექტებთან არის წარმოდგენილი.
„მზისკარი" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, ფერმერებსა და კულინარიული ტრადიციების მატარებელ მასპინძლებს ერთიან ქსელში აერთიანებს.
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა
14.10.2026.10:07
გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.

ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.

საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ოთხ ქალაქში - ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა.
ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნესშეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
