მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია დაიწყო

news image
mbc image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია გააცნო. პრეზენტაციას სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და  სერვისის მომწოდებლები დაესწრნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  სტრატეგიულ ბაზარზე ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში  მასშტაბურ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

კამპანიის ფარგლებში, 11 ქვეყანაში მაშტაბური აქტივობები ტარდება,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ღონისძიებებზე წარმოდგენილია 4 საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია.

მარკეტინგული აქტივობები მოიცავს:

  • ციფრულ კამპანიებს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში, რადიოსა და პოდკასტებში;
  • PR აქტივობებს: პრესრელიზებს, ინტერვიუებს;
  • B2B შეხვედრებს, ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებს;
  • მედიისა და ინფლუენსერებისთვის ორგანიზებულ პრესტურებს;
  • გარე სარეკლამო აქტივობებს — ბანერებსა და ავტობუსების ბრენდინგს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში.

კამპანია ასევე მოიცავს როუდშოუებს და მონაწილეობას 8 მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში ევროპის 32 ქალაქში.

ევროპის ქვეყნებში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებსა და ვებინარებში, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ასობით ტურისტულ კომპანიასთან და მედიის წარმომადგენელთან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში.

კამპანია ერთდროულად მიმდინარეობს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე, ყველა სტრატეგიულ ბაზარზე.

 

მიმდინარე აქტივობები:

ევროპა – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, სერბეთი.
აქტივობები მოიცავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას (ITB Berlin, Top Resa Paris, Fitur, BIT Milan), პრესტურებს, სტატიებს საერთაშორისო გავლენიან გამოცემებში (Vogue, GQ, Financial Times, National Geographic Traveller, Conde Nast Traveller და სხვ.), ასევე ინტენსიურ B2B და PR კამპანიებს.

ჩინეთი – ITB China საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, B2B და B2C კამპანიები (WeChat, Weibo, REDnote), Roadshow-ები და China Ready ტრენინგები.

ინდოეთი – გამოფენები, სტატიები წამყვან გამოცემებში (Conde Nast, Travel+Leisure, Elle), ციფრული გარე რეკლამა, Roadshow-ები და Sales Mission-ები.
წარმომადგენლობა: Think Strawberries.

ახლო აღმოსავლეთი – არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, საუდის არაბეთი.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიას, მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებში (ATM Dubai) და მასშტაბურ B2B შეხვედრებს.

ჩრდილოეთი ამერიკა, აზია, ავსტრალია:

აშშ – მონაწილეობა NY Travel Show-ზე, სტატიები GQ, Vogue, Conde Nast Traveller-ში;

კანადა, იაპონია, ინდონეზია, ავსტრალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა – თემატური პრესტურები და მედია აქტივობები.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის

20.08.2026.17:00

Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.

ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.

შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა