მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში არსებული ტურისტული სტატისტიკა გვაძლევს შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე - ნატა კვაჭანტირაძე

news image
mbc image

საქართველოში არსებული ტურისტული სტატისტიკა გვაძლევს შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე
- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დღეს ძალიან აქტიურ ფაზაში არის შესული და თქვენ სწორედ ბრძანეთ, სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია ტურისტების შემოსვლის და ეს იმის ფონზე რაც გამოიარა სექტორმა გაზაფხულის პერიოდში.

რა თქმა უნდა მისასალმებელია ის შედეგი რაც დღეს სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სტატისტიკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ უკვე გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე და სწორედ ის ტენდენციები, რომელიც გლობალურად ვითარდება ტურიზმისთვის, რაც პირდაპირ აისახება ტურისტის კმაყოფილებაზე პირველ რიგში და შესაბამისად ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ეს არის ის ინოვაციური მიდგომები, რომელიც ზოგადად ტურისტს აინტერესებს.

გლობალურ ტრენდებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი ძირითადი მაინც არის გამოცდილებითი ტურიზმი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ შეხებას იმ ავთენტურ, კულტურულ მემკვიდრეობასთან, სადაც გადაადგილდება ტურისტი და ჩვენი ქვეყანა ამით ძალიან უხვია და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, როგორც ქვეყანას გამოცდილებითი ტურიზმის ნაწილში.

რა თქმა უნდა ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ერა გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ტურისტი დღეს აქცენტს აკეთებს გაიმარტივოს მოგზაურობის შესაძლებლობები და პირდაპირ, თვითონ დაგეგმოს მისთვის სასურველი ვიზიტები ამა თუ იმ ქვეყანაში და ტენდენციურად მიყვება უკვე ის ძირითადი ასპექტები, რომელიც ზოგადად ახლავს ტურიზმის განვითარებას. ეს არის ის რომ სრულიად შეიცვალა განსაკუთრებით პანდემის შემდეგ მიდგომები მოგზაურობის ნაწილში და მეტწილად ტურისტი არჩევს უსაფრთხო გადაადგილების ლოკაციებს და დანიშნულების ადგილებს. აქცენტი კეთდება ველნეს მიმართულებაზე და ჯანმრთელობის ტურიზმზე და თავისთავად ამ მთლიან კონტექსტში მოიაზრება ის რომ ის თანკვეთა ტურისტული პროდუქტების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან მრავალფეროვანია იყოს დაკავშირებული იმ გლობალურ მიდგომებთან, რომელსაც უშუალოდ საერთაშორისო ტურისტი არჩევს და ირჩევს სამომავლო მოგზაურობისთვის“, - აცხადეს ნატა კვაჭანტირაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა