მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

news image
mbc image

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში 76,405 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტები შუა აზიის ხუთივე ქვეყნიდან გაიზარდა, ყაზახეთიდან 44,943 ვიზიტი (ზრდა +9.4%) შედგა, უზბეკეთიდან კი 19,769 ვიზიტი (ზრდა +2.8%).

შუა აზიის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბაზრების დივერსიფიკაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, რეგიონში აქტიურ კამპანიებს ახორციელებს. ადმინისტრაცია მონაწილეობს ყაზახეთსა და უზბეკეთში გამართულ ტურისტულ გამოფენებში. მარკეტინგული აქტივობები ასევე მოიცავს ციფრულ და სოციალური მედიის კამპანიებს, B2B შეხვედრებს, როუდშოუებს, პრეზენტაციებს, მედია და გაცნობით ტურებს.

აღსანიშნავია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა 17 მიმართულებით ხორციელდება. საქართველოში რეგულარულ ფრენებს შემდეგი ავიაკომპანიები ასრულებენ: Air Astana, Uzbekistan Airways, FlyArystan, SCAT Airlines, Centrum Air, Somon Air და TezJet.

აქტიური ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, ავიაკომპანიებმა ფრენების სიხშირეები მნიშვნელოვნად გაზარდეს:

  • ავიაკომპანია SCAT Airlines-მა შიმკენტი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენების რაოდენობა კვირაში 2-დან 4 სიხშირემდე გაზარდა.
  • უზბეკურმა ავიაკომპანია Centrum Air-მა ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის მიმართულებაზე 2 სიხშირე დაამატა და ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენებს კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.
  • ავიაკომპანია Air Astana, 15 ივნისიდან, ორშაბათსა და პარასკევს 2 სიხშირეს ამატებს ალმატი-თბილისი-ალმატის საჰაერო ხაზზე, რის შედეგადაც ამ მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 14-მდე გაიზარდა.
  • ავიაკომპანია FlyArystan-ი თითო სიხშირეს ამატებს ქუთაისის მიმართულებით: ალმატი-ქუთაისი-ალმატის რეისები 20 ივნისიდან 29 აგვისტომდე კვირაში 4 სიხშირემდე გაიზრდება, ხოლო ასტანა-ქუთაისი-ასტანას ხაზზე 16 ივლისიდან 27 აგვისტომდე ფრენები კვირაში 5 სიხშირით შესრულდება.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა