საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში 76,405 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტები შუა აზიის ხუთივე ქვეყნიდან გაიზარდა, ყაზახეთიდან 44,943 ვიზიტი (ზრდა +9.4%) შედგა, უზბეკეთიდან კი 19,769 ვიზიტი (ზრდა +2.8%).
შუა აზიის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბაზრების დივერსიფიკაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, რეგიონში აქტიურ კამპანიებს ახორციელებს. ადმინისტრაცია მონაწილეობს ყაზახეთსა და უზბეკეთში გამართულ ტურისტულ გამოფენებში. მარკეტინგული აქტივობები ასევე მოიცავს ციფრულ და სოციალური მედიის კამპანიებს, B2B შეხვედრებს, როუდშოუებს, პრეზენტაციებს, მედია და გაცნობით ტურებს.
აღსანიშნავია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა 17 მიმართულებით ხორციელდება. საქართველოში რეგულარულ ფრენებს შემდეგი ავიაკომპანიები ასრულებენ: Air Astana, Uzbekistan Airways, FlyArystan, SCAT Airlines, Centrum Air, Somon Air და TezJet.
აქტიური ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, ავიაკომპანიებმა ფრენების სიხშირეები მნიშვნელოვნად გაზარდეს:
სხვა სიახლეები
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ახალი პირდაპირი ფრენები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
08.09.2026.14:28
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთიდან და შუა აზიიდან ტურისტული ნაკადების ზრდა პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას და ამ ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს. როგორც მაია ომიაძე განმარტავს, ბაზრების დივერსიფიკაციასა და პირდაპირ ფრენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შორ მანძილზე არსებული ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად.
„როდესაც გასულ წელს დაგვემატა British Airways და easyJet ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით, მალე, შემდეგ კვარტალში, როგორც კი სტატისტიკა მივიღეთ დიდი ბრიტანეთი ტოპ 10 ქვეყანაში იყო შესული და პირდაპირმა ფრენამ ეს შედეგი მოგვიტანა. ზუსტად იგივე ითქმის ჩინეთზეც. როდესაც შანხაის მიმართულებით დაგვემატა ახალი რეისი, ჩვენ ავიაკომპანიასთან ერთად თვალყურს ვადევნებთ დატვირთულობას და აღმოჩნდა რომ რეისზე მგზავრთა 98 პროცენტი აზიელი მოგზაურია. შანხაი მხოლოდ ჩინელი მოგზაურებისგან არ შედგება, რადგან ეს არის ჰაბი. როდესაც იაპონიიდან ან სამხრეთ კორეიდან მოგზაურს საქართველოში უნდა წამოსვლა მისთვის ყველაზე ახლოს შანხაის აეროპორტია“,- აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურისტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობით საერთაშორისო ბაზრებზე Roadshow-ებსა და B2B შეხვედრებს განაგრძობს. მაია ომიაძის განცადებით, სექტემბრის ბოლოს, იაპონიაში მასშტაბური პრეზენტაცია და გამოფენა იგეგმება, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, უკვე დაწყებულია აქტიური სამზადისი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და შესაბამისი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ტურისტულ ბაზარზე მიმდინარეობს.