მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

სასიხარულოა, რომ საამიროებიდან საკმაოდ გააქტიურებულია რეზერვაციების ნაკადი - HSC Group Hospitality-ის დირექტორი

news image
mbc image

გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ტურიზმის სექტორში მდგომარეობა ეტაპობრივად სტაბილურდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა მარტში იქონია, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარი აღდგენის ნიშნებს აჩვენებს და ისრაელიდან ტურისტული ნაკადიც ნაწილობრივ უკვე განახლებულია.

„რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ გლობალურ საკითხთან გაქვს შეხება, აქ, როგორც ადრე, ისე დღესაც, შეიძლება რაღაც-რაღაცები ვარაუდის დონეზე თქვა და გამოთქვა. ყველაზე დიდი გავლენა და დიდი უარყოფითი ეფექტი მარტის თვის ჭრილში, მარტთან მიმართებით გვქონდა. რაც შეეხება დღეს, ნაწილობრივ ისრაელიდან, მინიმალური დოზით, მაგრამ მცირედი, მცირედი აქტივობა უკვე შეინიშნება, რაც, მოლოდინების კუთხით, შეიძლება დადებით განწყობას ქმნიდეს. საამიროებიდან საკმაოდ გააქტიურებულია რეზერვაციების ნაკადი, რაც ასევე გასახარია. ამ ეტაპისთვის ძირითად ბაზრებად მაინც ნარჩუნდება ევროპა, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ჩინეთი, კორეა და აზიისა თუ ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც აქამდეც ძალიან აქტიურად იყვნენ დაინტერესებული საქართველოში მოგზაურობით და ეს მაჩვენებელიც წლიდან წლამდე მზარდი იყო.

მაშინ, როდესაც ორი ძირითადი მიმართულება ერთგვარ მასას ქმნის საქართველოსთვის და ისტორიულადაც, ისევე როგორც სამომავლოდ, ძალიან დიდი აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება საამიროებზე, ასევე ვიცით, რომ სტატისტიკურად ისრაელი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ტურისტული ნაკადების შემოდინების მხრივ ცალსახად მნიშვნელოვანია სეზონისთვის, რომ ეს მიმართულებები რაც შეიძლება მალე აღდგეს სრულად.

სრულ აღდგენას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვუსვამთ წერტილს, თუ როდის შეიძლება მოხდეს, თუმცა, ისევ და ისევ, იმ იმედზე ვართ დამოკიდებული, რომ სეზონზე მაინც ივნისიდან, ასე ვთქვათ - არ დავკარგავთ იმ ნაკადებს, რომლებიც საქართველოში უნდა შემოვიდეს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარტში, როდესაც ძირითადი ესკალაცია მოხდა, დაბალი სეზონი იყო. დაბალ სეზონზე ისტორიულად და სტატისტიკურად ისრაელისა და საამიროების მიმართულებები საკმაოდ აქტიურობდნენ ხოლმე და, ასე ვთქვათ, ერთგვარი შემავსებელი გვქონდა ამ პერიოდში.

თითოეული რეზერვაციის დაკარგვა და გაუქმება გაცილებით უფრო მტკივნეულია, ვიდრე მაღალ სეზონზე. ახლა მაღალი სეზონი ფაქტობრივად კარსაა მომდგარი, წამოგვეწია. აპრილი, როგორც ვთქვით, დავხურეთ მაღალი სეზონისთვის დამახასიათებელი პროცენტული მაჩვენებლით.

ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში სეზონი, მიუხედავად აღდგენის ვადის ჯერჯერობით გაურკვევლობისა, მაინც ცოტათი აჯობებს გასული წლის პერიოდს. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კამპანიები ძალიან გააქტიურებულია სხვადასხვა მიმართულებით“, - აცხადებს გიორგი დოლიძე. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - TBC Capital

09.10.2026.19:00

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026” აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.

სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 40 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.

,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20 % და 16%-ით გაიზარდა.

⁠ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში
რეზიდენტებმა 79%, ხოლო არარეზიდენტებმა 21% დაიკავეს. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 26% სურსათზე, ხოლო 17% რესტორნებში გაწეულ ხარჯებზე მოდის.

⁠ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და
უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა . სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 60% მოდის - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60 % და 40 % შეადგინა.

⁠ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო
დანახარჯებში 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ - 202 6 წლის აგვისტოში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო
დანახარჯები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე
საშუალო დანახარჯმა 485 ლარი შეადგინა.

⁠ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეული ჯამური უნაღდო
დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 19% და
81%-ად განაწილდა . არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები
სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების მიერ სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 207 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 26%-ით
გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო დანახარჯმა ერთ
ტრანზაქციაზე 704 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები რესტორნებში
წლიურად მზარდია - 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა.

⁠ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო
დანახარჯების 64 % რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს. რესტორნებში რეზიდენტების საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების
უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის
მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.

⁠ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად
17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე,
მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო
დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯის მოცულობამ ერთ ტრანზაქციაზე 108 ლარი შეადგინა.

⁠ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული
ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს
შორის, შესაბამისად, 74% და 26% შეადგინა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მზარდია - 202 6 წლის აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 94 ლარი შეადგინა. ⁠ამავე თვეში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 186 ლარს გაუტოლდა. საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 64 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე პერიოდში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები
წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 35 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 17% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ფარმაციაზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯის მოცულობას ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 29 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე თვეში უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე თიბისი ბანკის არხებით
წლიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 81 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე წლიურ ჭრილში გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა. ⁠ამავე პერიოდში ავეჯსა და მოწყობილობებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 17%-ით გაიზარდა გასული წილს აგვისტოსთან შედარებით. უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 11% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა