მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სასტუმრო 100%-ითაა დატვირთული და უცხოელი სტუმრები ძირითადად გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან არიან - Ambassadori Goderdzi Hotel

news image
mbc image

დღეისათვის სასტუმრო Ambassadori Goderdzi 100%-ითაა დატვირთული და მთელი ზამთრის ტურისტული სეზონის განმავლობაში ანალოგიური მოლოდინი გვაქვს, - აცხადებს Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერი ირაკლი იაკობაშვილი. სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არსებულ წინასწარ ჯავშნებზე გავლენა არ მოუხდენია და ევროპელი დამსვენებლები კურორტს აქტიურად აკითხავენ. 

„ჩვენთან დამსვენებლების შემოსვლა აქტიურად დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებიდან და აქტიურად მიმდინარეობს. სტუმრები გაქვს როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან იტალიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ასე შემდეგ.

ჩვენი სტუმრების დაახლოებით 30%-ი არიან უცხოელები, რომლებშიც გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული სტუმრები ლიდერობენ.

როგორც იცით კურორტ „გოდერძიზე“ მოდის უხვად ფაფუკი თოვლი, რაც არის საუკეთესო თოვლის ხარისხი გაუკვალავში სრიალის მოყვარულებისთვის. შესაბამისად ეს უცხოელ დამსვენებლებს იზიდავს და 7-10 დღით ჩამოდიან“, - აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.

Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერის თქმით, კურორტზე მოხვედრა ბათუმიდან საკმაოდ მარტივია, რადგანაც გზა სისტემატურად იწმინდება, ხოლო თბილისიდან კურორტამდე დამსვენებლების ტრანსპორტირებაზე ე.წ. თოვლმავალი ზრუნავს. სასტუმროში, კურორტ „გოდერძიზე“ დასვენების მსურველებისგან კი ჯავშნები აქტიურად შედის. 

„სამწუხაროდ პროცენტულობას ვერ გეტყვით, მაგრამ ჯავშნები არის როგორც იანვრის ბოლომდე, ისე თებერვალზეც და შესაბამისად დიდი დატვირთულობის მოლოდინიც არის.

თოვლის ხარისხი იდეალურია. ახლაც თოვს. ზოგადად, კურორტ „გოდერძიზე“ თოვლის პრობლემა არასოდეს არ ყოფილა და ცხადია წელსაც არ იქნება გამონაკლისი. 

ბათუმიდან კურორტამდე ამოსასვლელი გზა მოწესრიგებულია, ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება და დამსვენებლებს შეუძლიათ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ამოვიდნენ, ხოლო რაც შეეხება თბილისის მხრიდან - დამსვენებლების გადმოყვანა ხდება ე.წ. თოვლმავალით“- ამბობს Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერი.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა