„კარსე“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
სასტუმრო „კარსე“, რომელიც 8 წლის უკან გაიხსნა ფართოვდება და მალე სტუმრებს დამატებით 2 კოტეჯს შესთავაზებს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პრესტურის ფარგლებში Business Insider Georgia-ს „კარსეს“ ადმინისტრატორმა თამარ ენუქიძემ განუცხადა, ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს და „კარსე“ აგვისტოში უფრო მეტი სტუმრის მოლოდინშია, ვიდრე ეს გასული წლის აგვისტოში იყო.
„სასტუმრო „კარსე“ გაიხსნა 2017 წელს , დღეის მდგომარეობით სასტუმროში გვაქვს 8 ნომერი , „კარსეს“ ინფრასტრუქტურა მოიცავს ასევე 3კოტეჯს,თითოეული კოტეჯი გათვლილია 4 პერსონაზე . დღეისათვის ტურისტულ კომპლექსში ერთდროულად 40-მდე სტუმრის მიღების საშუალება გვაქვს.
„კარსე“ განვითარებას განაგრძობს , ვასრულებთ 2 ახალი,სამ პერსონაზე გათვლილი კოტეჯის მშენებლობას, რომელთა მოწყობის შემდეგ , აგვისტოს თვიდან შევძლებთ ვუმასპინძლოთ უფრო მეტ სტუმარს.
ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ ,საკმაოდ სუსხიანი გაზაფხული გვქონდა, აქედან გამომდინარე საზაფხულო სეზონი გვიან დაიწყო და შესაბამისად სტუმრების ჯავშნების რაოდენობა ნაკლები იყო შარშანდელ მაისსა და ივნისზე,რაც შეეხება აგვისტოს თვეს, ჯავშნების რაოდენობიდან გამომდინარე,ბევრად მეტი სტუმრის მოლოდინი გვაქვს ,წინა წლის აგვისტოსთან შედარებით“ - განმარტავს „კარსეს“ ადმინისტრატორი.
თამარ ენუქიძის თქმით, “კარსეს“ სტუმრების 50%-ი უცხოელი დამსვენებლები არიან.
„სტუმრების 50% ქართველი დამსვენებელია, ხოლო 50% უცხოელი,უცხოელი ტურისტების მაგალითზე საშუალო ღამის თევების რაოდენობა 2-3 ღამეა“ - განმარტავენ „კარსეში“.
გარდა ღამის თევის მომსახურებისა, “კარსეს“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რესტორნის მომსახურებით, სადაც ძირითადად რაჭული გასტრონომიაა წარმოდგენილი. სურვილის შემთხვევაში აქ სტუმრებს ,,ნაბერაული“-ს ღვინის დეგუსტაციასაც შესთავაზებენ.
„ჩვენს მენიუში ძირითადი კერძები რაჭულია. უცხოელების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადია: ლობიო, ლორი ,ლობიანი და შქმერული,
სურვილის შემთხვევაში ,სტუმრებს შეგვიძლია შევთავაზოთ თონეში ცხობის მასტერკლასი ,ასევე ჩვენს ვიზიტორებს, რომლებიც ,,კარსეს“ ოქტომბრის თვეში სტუმრობენ, ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა რთველში და ჩვენთან ერთად დაკრიფონ ყურძენი,თუმცა კულინარიული მასტერკლასები არ წარმოადგენს ჩვენი ძირითადი საქმიანობის ნაწილს “, - ამბობს სასტუმროს ადმინისტრატორი.
სასტუმრო „კარსე“ ამბროლაურის აეროდრომის მახლობლად მდებარეობს და წყნარი დასვენებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს. არის აუზი, კეთილმოწყობილი ეზო და ასე შემდეგ.
„Booking-ის შეფასებებს თუ გადავხედავთ ,სტუმრების უმეტესობა ,მაღალ შეფასებასთან ერთად,კომენტარში აღნიშნავს სისუფთავეს ,ადგილმდებარეობას, სასტუმროს თანამშრომლების სტუმართმოყვარეობას და გემრიელ კერძებს“, - განმარტავს თამარ ენუქიძე სასტუმროს კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას.
რაც შეეხება განთავსების ფასებს, ის 2024 წლის დონეზეა და მენეჯმენტს მისი ზრდა არ მოუხდენია.
„გასულ წელთან შედარებით ფასები არ შეგვიცვლია. აგვისტოსთვის ჩვენთან „თვინი“ ღირს 190 ლარი, „დაბლი“ 240 ლარი, ხოლო 4 ადგილიანი ნომერი 290 ლარი. 350 ლარი კი არის კოტეჯში განთავსების ღირებულება. შესაბამისად ჩვენთან საშუალო ფასი 250 ლარია საუზმის ჩათვლით.
ტურისტული სეზონი წელს დავიწყეთ აპრილიდან , ზოგადად ამბროლაურში ტურისტული სეზონი გაზაფხულიდან იწყება და დეკემბრამდე გრძელდება. ყველაზე დატვირთული თვეები კი ივლისი და აგვისტოა“, - აღნიშნავს ენუქიძე.
ის რეგიონში ტურიზმის გამოწვევებზეც საუბრობს, თუმცა მისივე ინფორმაციით
„რაჭის ვიზიტორების უმეტესობისთვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა კვების ობიექტების სიმწირე. ამ მხრივ წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი ვითარება გვაქვს, გაიხსნა რამდენიმე ახალი კვების ობიექტი , როგორც ევროპულ ,ასევე ქართულ მენიუზე მორგებული ,შესაბამისად დღეს რაჭაში სტუმრებს აქვთ მეტი არჩევანი და ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება ამ მიმართულებით, “, - ამბობს ენუქიძე.
სასტუმრო “კარსეს“ ადმინისტრატორი ამბროლაურის სტუმრებს მუნიციპალიტეტის ძირითადი ტურისტული მიმართულებების მონახულების რეკომენდაციასაც აძლევს.
„ზნაკვის და თხმორის ჩანჩქერები, შაორის ტბა , უძველესი ტაძრები, და ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ძალიან საინტერესო ექსპონატები ინახება“, - ამბობს თამარ ენუქიძე.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.