მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

სასტუმრო "აფიშა" ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

news image
mbc image

ვერაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის გვერდით მდებარე სასტუმრო „აფიშამ“ ერთი წლის იუბილე აღნიშნა. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დირექტორმა, ქეთი ნადარეიშვილმა განაცხადა, ცნობადობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუმრების რაოდენობაც.

„აფიშა“ სექტემბერში 1 წლის გახდა. ზაფხულში სტუმრების რაოდენობა გაზაფხულთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. ახალი წლის დღეებზე ნომრების ნახევარზე მეტი უკვე დაჯავშნილია, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. ჩვენ ძირითადად ინდივიდუალურ სტუმრებზე ვართ ორიენტირებული, ამავდროულად ტურისტულ ჯგუფებსაც აქტიურად ვმასპინძლობთ. 

სამიზნე აუდიტორიაა ინდივიდუალური ტურისტი და კორპორატიული სეგმენტი, რადგან სასტუმროს აქვს საკონფერენციო სივრცეები და მაღალი დონის მომსახურება. “აფიშას” დიზაინი განსხვავებულია, რაც სტუმრებისთვის დამატებით ინტერესს იწვევს. ზაფხულიდან მოყოლებული, მრავალ ტურისტულ ჯგუფს ვუმასპინძლეთ - მათ შორის უკრაინიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ,გერმანია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი. აქტიურად გვყავს სტუმრები მეზობელი და დსთ-ს ქვეყნებიდანაც. აღსანიშნავია, რომ სასტუმრომ სახელი უკვე გაითქვა სომხეთსა და აზერბაიჯანში, საიდანაც ვიზიტორების ზრდას ვხედავთ,“ - ამბობს სასტუმროს დირექტორი. 
მისი თქმით, წლის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია ადგილობრივი კორპორაციული სეგმენტი, რაც სასტუმროში წვეულებებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მატებას იწვევს.

„გასულ წელთან შედარებით, კორპორაციული სეგმენტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს - დაახლოებით 180%-ით,  ასევე მოიმატა ნომრების დატვირთულობამ. ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან გახშირდა ჩვენს სივრცეში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა, რაც  გვახარებს. ჩვენი მიზანია, რომ "აფიშას" ცნობადობა ადგილობრივ სეგმენტშიც კიდევ უფრო გაიზარდოს. სწორედ ამიტომ დავამატეთ დილის იოგა, რომელიც სრულიად უფასოა - როგორც სასტუმროს სტუმრებისთვის ისე ნებისმიერი მსურველისთვის“ - დასძინა ქეთი ნადარეიშვილმა.

სასტუმროს ინფორმაციით, პირდაპირი ავიამიმოსვლის ზრდამ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებულმა რეისებმა დადებითი გავლენა იქონია ჰორეკა სექტორზე.

„ტურისტების რაოდენობა გაზრდილია როგორც ბრიტანეთიდან ასევე უზბეკეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან - განსაკუთრებით ტურისტულ ჯგუფების მიმართულებით. ნებისმიერი ახალი პირდაპირი რეისი ხელს უწყობს შესაბამისი ქვეყნებიდან ვიზიტორების მატებას. ბოლო პერიოდში თბილისი მნიშვნელოვად გააქტიურდა მაღალი დონის სასტუმროების გახსნის მიმართულებით, რამაც კონკურენციაც გაზარდა, თუმცა მაღალი სეზონის პერიოდში ეს ნაკლებად იგრძნობა. 

სასტუმრო „აფიშას“ უპირატესობა მის დიზაინსა და კონცეფციაშია. გარდა ამისა, გვაქვს სპა-სივრცე მცირე აუზითა და მასაჟის ოთახებით - რაც დიზაინ სასტუმროებში იშვიათობაა. სასტუმროს Bubble Bar ტერასიდან იშლება ულამაზესი ხედები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სტუმრობა. 
ჩვენს Brasserie  რესტორანში წარმოდგენილია როგორც ქართული ისე ევროპული მენიუ, განსაკუთრებული აქცენტით ქართულ ღვინოებზე. საუზმე ხელმისაწვდომია დილის 07:00 საათიდან, რაც ასევე იშვიათია თბილისში.
ჩვენი თანამშრომლები სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას ქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე - დაგეგმილ ღონისძიებებზე და გამოფენებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებთან  და მათ აფიშებს ვათავსებთ ჩვენ სივრცეში, რათა სტუმრებმა უკეთ გაიცნონ თბილისის კულტურული მემკვიდრეობა,“ - აღნიშნავს ქეთი ნადარეიშვილი.

„აფიშა“ 118 ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომლის ინტერიერზე და კონცეფციაზე იმუშავეს დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა და კრეატიულმა კომპანია “გასტრონავტმა“. 
ვინტაჟის და თანამედროვე ხელოვნების ჰარმონიული შერწყმა, ინტერიერის ევროპულ და ამერიკულ ხასიათს გამოხატავს. 

სასტუმროს თითოეული კუთხე, დეტალი და დიზაინერული გადაწყვეტა, სტუმარს სანახაობისთვის ამზადებს .

ამ განსაკუთრებული ხასიათისა და გუნდის ნაყოფიერი შრომის შედეგად "აფიშა" MICHELIN Guide-ის რჩეულ სასტუმროებს შორის მოხვდა, რაც სასტუმროსთვის  მნიშვნელოვანი აღიარება და საამაყო ფაქტია .

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart

05.10.2026.08:10

Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.

,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.

მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.

2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.

ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.  

ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა