მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სასტუმრო „ყვარლის ტბა“ გაფართოვდა

news image
mbc image

სასტუმრო Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა გაფართოვდა და ახალი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის უკვე გაიღო.

როგორც Business Insider Georgia-ს „ყვარლის ტბა“-ში განუცხადეს, ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო 1 თვის უკან გაიხსნა და ის 59 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. 

„სეზონის განმავლობაში სასტუმრო „ყვარლის ტბა“-ზე მოთხოვნა სულ არის, როგორც შაბათ-კვირის, ისე კვირის სხვა დღეების განმავლობაში. რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს აქტიურად გვყავს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლები“, - განმარტავენ სასტუმროში.

ირკვევა, რომ ახალი სასტუმრო ფლიგელის პარალელურად სასტუმროს ახალი სერვისიც დაემატა. მაგალითად თუ აქადე „ყვარლის ტბა“ მხოლოდ ღია აუზს აერთიანებდა, ახლა უკვე სასტუმროს დახურული აუზიც გააჩნია და სპა ცენტრიც, სადაც ფინური საუნაცაა განთავსებული. ახალ შენობას, დამატებითი ორი ტერასა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ყვარლის ტბას გადაჰყურებს, ხოლო მეორე ალაზნის ველს.

როგორც თიბისი ბანკის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, „ყვარლის ტბა“  თიბისის მხარდაჭერით, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი ფლიგელით მასპინძლობს სტუმრებს, რომელიც 60 ნომერს, 2 რესტორანს, შიდა აუზსა და საკონფერენციო ოთახებს აერთიანებს
პროექტის ჯამური ღირებულება 37.6 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობამ 25,5 მილიონი ლარი შეადგინა 
გაფართოების შედეგად, სასტუმროში დამატებით 50 ადამიანი დასაქმდა

კავკასიონის მთების სამხრეთით, თბილისთან ახლოს, მევენახეობისა და მეღვინეობის უძველეს კერა, კახეთში, მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული სასტუმრო-კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს.

მისი მშენებლობა 2010 წელს ყვარლის ტბის მიმდებარედ დაიწყო და დღეს თანამედროვე დიზაინის, კეთილმოწყობილ სასტუმროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას აერთიანებს.

ადაპტირებულ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 120 სტუმრიანი საკონფერენციო დარბაზით, ბარ-რესტორნით, ველობილიკებით, აუზით, გამაჯანსაღებელი და გასართობი სივრცეებით. 

კურორტი უნიკალური ადგილია როგორც ოჯახური შეკრებებისათვის, ასევე საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებებისა და ქორწილებისათვის.

თანამშრომლებთან, საყვარელ ადამიანებთან, თუ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად კომპლექსის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავი სხვადასხვა აქტივობით შეიქციონ.
წყლის ველოსიპედი, თხილამურები, თევზაობა, ექსკურსიები და ტბის ირგვლივ კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკი დამსვენებლებისათვის საინტერესო თავგადასავალი და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ბარ-რესტორნის სტუმრებს გამორჩეული სამზარეულო, მრავალფეროვანი გემო და ჯანსაღი პროდუქტისაგან მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები დახვდებათ. 

სასტუმრო კომპლექსი “ყვარლის ტბა” მისი უნიკალური მდებარეობით, განსაკუთრებული დიზაინითა და მომსახურების მაღალი სერვისით გამოირჩევა. ის სასტუმროს როგორც ზრდასრულ, ასევე პატარა დამსვენებლებს წლის ნებისმიერ დროს სიმყუდროვესა და  დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა