მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi სამოგზაურო საძიებო პლატფორმის Agoda-ს მომხმარებელთა შეფასების ჯილდო მოიპოვა

news image
mbc image

Wyndham Grand Tbilisi საკუთარი სტუმრების რჩეული კიდევ ერთხელ გახდა. სასტუმრომ Wyndham Grand Tbilisi სამოგზაურო საძიებო პლატფორმის Agoda-ს მომხმარებელთა მაღალი შეფასება და შესაბამისი ჯილდო მოიპოვა, რაც თავის მხრივ განთავსების ობიექტის გამორჩეული სერვისისა და დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნის აღიარებაა.
როგორც Business Insider Georgia-სთან  Wyndham Grand Tbilisi-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა მანდარიამ განაცხადა,  აღნიშნული ჯილდო ადასტურებს იმას, რომ სასტუმროს მომსახურების ხარისხი და თანამშრომლების პროფესიონალიზმი მაღალ დონეზეა.
“Agoda ამ ჯილდოს გამორჩეული სერვისისა და დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნისთვის ანიჭებს სასტუმროებს. მილიონობით მოგზაური აზიარებს თავის გამოცდილებას Agoda-ს პლატფორმაზე და სთავაზობს მომავალ მოგზაურებს ღირებულ ინფორმაციას. ზუსტად ამ შეფასებების საფუძველზე ირჩევს Agoda ყოველწლიურად გამარჯვებულებს. 
Wyndham Grand Tbilisi-სთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან ეს არის დასტური იმისა, რომ მომსახურების ხარისხი და თანამშრომლების პროფესიონალიზმი ნამდვილად მაღალ დონეზეა ჩვენს სასტუმროში“, - განმარტავს სასტუმროს  გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
მაკა მანდარიას განმარტებითვე, ასეთი ტიპის ჯილდოები ხელს უწყობს სასტუმროს პოპულარიზაციას და მას მომხმარებლების მოზიდვაში  ეხმარება. 
„იზრდება ცნობადობა და სანდოობა გლობალურ ბაზარზე. მომხმარებლები ჯავშნის გაკეთებამდე აუცილებლად ამოწმებენ სასტუმროების რეიტინგსა და შეფასებებს. ჯილდო, რომელიც თავად სტუმრების შეფასებებით არის მოპოვებული, პოტენციურ მომხმარებლებში განსაკუთრებულ მოწონებას და ნდობას იმსახურებს“, - ამბობს Wyndham Grand Tbilisi-ს წარმომადგენელი.
სასტუმროს  გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შემოდგომის ტურისტულ სეზონსაც აფასებს და განმარტავს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 
„მოთხოვნები აქტიურად ფიქსირდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ზოგადად გალფის ქვეყნები. თუ უფრო მეტად გააფართოებთ აქტიური ქვეყნების სიას, მაშინ შეგვიძლია აშშ და დიდი ბრიტანეთიც ვახსენოთ. 
შემოდგომის სეზონი ამ ეტაპზე აქტიურია, თუმცა 2023 წლის ოქტომბერი-ნოემბერი უფრო დატვირთული იყო. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში არსებული მდგომარეობა. ველით, რომ დატვირთულობის მაჩვენებელი წელს უფრო ნაკლები იქნება, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს სხვაობა საგრძნობლად დიდი იქნება“, - აცხადებს  Wyndham Grand Tbilisi-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
მაკა მანდარიას თქმით, მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, 2023 წლის მაღალი დატვირთულობიდან გამომდინარე, სასტუმროს უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდა.
„2023 წლის ზაფხული ძალიან აქტიური იყო და ასეთმა წარმატებულმა წელმა, 2024 წლის ზაფხულისთვის მოლოდინები ძალიან გაგვიზარდა. წლევანდელი ზაფხული შედარებით ნაკლებად აქტიური აღმოჩნდა, მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დატვირთული სეზონი არ გვქონდა“, - აცხადებს Wyndham Grand Tbilisi-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა