მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

სასტუმროს დატვირთულობის თვალსაზრისით, პირველი კვარტალი შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო შედეგიანი აღმოჩნდა - ვაჟა ბერიკაული

news image
mbc image

სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენლის, ვაჟა ბერიკაულის განცხადებით, 2025 წლის დასაწყისი სასტუმრო სექტორისთვის მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალი, განსაკუთრებით თბილისის მასშტაბით, ტრადიციულად დაბალი აქტივობის პერიოდად მიიჩნევა, მიმდინარე წელს დინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

„როგორც იცით სასტუმროს საქმიანობა იყო კვარტალების მიხედვით, პირველი კვარტალში სასტუმროებში, მითუმეტეს თბილისის მასშტაბით, ყოველთვის მოლოდინი არის დაბალი და განიხილება როგორც დაბალი აქტივობის სეზონი, თუმცა იანვარი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგად დავხურეთ, თებერვალიც საკმაოდ კარგად გვაქვს დაწყებული“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიკაული.

ბერიკაულის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას, პირდაპირ აისახება სასტუმროების დატვირთულობაზე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

მისი თქმით, დატვირთულობის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. „ვიმედოვნებთ, რომ დატვირთულობის დინამიკა მომავალშიც უკეთ განვითარდება და უფრო მაღალ შედეგებზე გავალთ. წლევანდელი პირველი კვარტალი შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო დამაიმედებელი და შედეგიანი აღმოჩნდა,“ - აცხადებს ბერიკაული.

2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - 5,521,866 ვიზიტი, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. ასევე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - მაჩვენებელი 6%-ითაა გაზრდილი 4,690.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა