საუკეთესო გემოები საქართველოში | National Geographic Traveler
National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტმა ვერნერ ზიფერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო.
სტატიაში აღწერილი საოჯახო მარნები, ღვინის მომზადების წესები და გერმანული დასახლებები საქართველოში.
„ ღვინის წარმოება საქართველოში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, ქართველებისთვის ყურძნის წვენის დამუშავება წმინდა საქმეა. ქვემო ქართლში აღმოაჩენთ შვავების ძველ დასახლებას, აქ ქუჩებში გერმანულ აბრებსაც შეხვდებით. შვავები საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, დაიწყეს მიწის დამუშავება და მევენახეობა. ღვინის მუზეუმში სურათებს აღმოაჩენთ, სადაც გერმანელთა სახლები და სახელებია. ინდუსტრიულმა შვავებმა საქართველოში გერმანელთა დასახლების შესახებ გაზეთიც გამოუშვეს. 1932 წლამდე, სანამ სტალინი რეპრესიებს ჩაატარებდა საქართველოს გერმანული დასახლება აყვავებული იყო“,-წერს ვერნერ ზიფერი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ღვინის შესწავლას, რომელიც კავკასიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართველებისთვის ღვინო ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია, ღვინო დაკავშირებულია სტუმარმასპინძლობასთან, ცერემონიებთან, ტრადიციებთან და ქართულ სულთან“,-წერს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ღვინოსთან ერთად აღწერილი ქართული კერძები და კვების ობიექტები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.