მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სექტორის მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამართლდა - ნატა კვაჭანტირაძე

news image
mbc image

სექტორის მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამართლდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება სექტემბერ-ოქტომბერის პერიოდშიც.

„მოლოდინები, რომელიც სექტორს ქონდა მიმდინარე სეზონთან მიმართებაში გამართლდა. აგვისტო იყო განსაკუთრებით აქტიური როგორც ევროპელი ტურისტების, ასევე აღმოსავლეთიდან ჩამოსული ვიზიტორების თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნებოდა რეგიონებში, რაც ძალიან მისასალმებელია. აგვისტოს განმავლობაში ისინი საგრძნობლად გააქტიურდნენ.
სეზონი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდშიც შენარჩუნდება ეს პოზიტიური ტენდენცია.
ვიმედოვნებთ, რომ კვარტალურ ჭრილში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები იქნება ძალიან დამაკმაყოფილებელი. ეს ინფორმაცია კი ბიზნესს საშუალებას მისცემს, დაგეგმოს სამომავლო საქმიანობა.
ნებისმიერი შედეგი წარმოადგენს იმ წინაპირობას, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ჩვენი კერძო სექტორი საერთაშორისო ბაზრებზე,“ - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოელი ტურისტების იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლები და უშუალოდ მესამე კვარტლის სტატისტიკა ოფიციალურად 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. ეს მონაცემები ნათლად ასახავს, რამდენად აქტიური იყო საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადი ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა