მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

სერვისი გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ - სასტუმრო „მონარქი“ 2023 წელს აფასებს

news image
mbc image

ბათუმში მდებარე სასტუმრო „მონარქი“ ახალი წლის ღამეს 100%-ით დატვირთულია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმრო „მონარქის“ მფლობელი კომპანია „ინს გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია ლომინაძემ განაცხადა, საახალწლო დღეებში სასტუმროს სტუმრები ძირითადად თურქეთიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან და საქართველოდან არიან.

„ახალი წლის ღამეს სასტუმრო მთლიანად დაკავებულია, ადგილი არ გაქვს“, აღნიშნა სასტუმროს მფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა.

გია ლომინაძემ 2023 წელიც შეაფასა და თქვა, რომ სასტუმრო 2023 წელს თითქმის 2022 წლის მაჩვენებლებზე გავიდა, თუმცა „ინს გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჯავშნების რაოდენობის კუთხით 2022 წელი უფრო ჯობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასტუმრო ექსპლუატაციაში 2022 წლის ზაფხულიდან შევიდა, 2023 წელს დატვირთულობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე 2022 წელს. მაგრამ 2023 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ სტაბილურობა იყო და დიდი ჩავარდნა არ დაგვტყობია. თითქმის იგივე მაჩვენებლებზე გავედით, რაც 2022 წელს გვქონდა.

თუ 2022 წლის ზაფხულის პერიოდს 2023 წლის ზაფხულს შევადარებთ, ჩვენთვის გასული წელი უფრო უკეთესი იყო. მაგალითად წელს გალფის ქვეყნებიდან შედარებით ნაკლები სტუმარი გვყავდა“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე „მონარქის“ სტუმრების TOP-5 გეოგრაფია ასეთია: ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი, საქართველო, პოლონეთი.

თუმცა შემოდგომიდან ისრაელ-ღაზას კონფლიქტი დაიწყო, რამაც ისრაელიდან ისრაელელი ტურისტების გადინებაზეც იმოქმედა, რაც ნეგატიურად აისახა ქართულ ტურისტულ ბაზარზეც.

„ისრაელის მოვლენები ჩვენზე ძალიან აისახა, რადგანაც 2022 წლის შემოდგომის სეზონზე, ანუ როდესაც უკვე პასიური სეზონი იყო ისრაელიდან სტუმრები ძალიან ბევრი იყო, წელს შემოდგომაზე კი საკმაოდ ცოტაა“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

რაც შეეხება ფასებს, „მონარქის“ სერვისი 10%-ით გაძვირდა.

„2023 წელს 2022 წელთან შედარებით სასტუმროს მომსახურების ფასები გაზრდილი იყო დაახლოებით 10%-ით. ამის მიზეზი კი ძირითადად გახდა ის, რომ დავამატეთ ახალი სერვისები და სტუმრებს უფრო მეტ სერვისს ვთავაზობდით, საუბარი მაქვს სხვადასხვა გასართობ საშუალებებზე, საუნა, კაფეები. სერვისი გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ქართული სასტუმრო ბრენდი „მონარქი“ სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. გია ლომინაძის თქმით, ბრენდის გაფართოების იდეა არსებობს, რაზეც კომპანიაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმრო 60 ნომერს აერთიანებს, სადაც ჯამში 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ბუფეტის ტიპის საუზმეს, ლობი ბარს, ქართულ რესტორანსა და რეცეფციის მომსახურებას 24/7-ზე.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ Norwegian-თან

01.07.2026.08:46

Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ავიაკომპანია Norwegian-თან. ავიამიმართულებების განვითარების დირექტორი ადინ კავარა დეტალურად საუბრობს მოლოდინებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ ფაქტორებზე, რამაც კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

რატომ გადაწყვიტა Norwegian-მა სწორედ ახლა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოს ავიაციის და ტურიზმის სექტორებში?

საქართველოს ცნობადობა ბოლო წლებში თანდათან იზრდება, განსაკუთრებით მისი მეღვინეობის რეგიონების, შთამბეჭდავი ბუნებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გამო. Norwegian-ს სჯერა, რომ სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი და ხელმისაწვდომი ავიარეისების შეთავაზებით ტურისტების სრულიად ახალი სეგმენტი დაინტერესდება საქართველოს მონახულებით.

არის თუ არა კოპენჰაგენის რეისი Norwegian-ისთვის საქართველოში ოპერირების მხოლოდ პირველი ეტაპი, თუ უკვე განიხილავთ ახალი პირდაპირი მიმართულებების დამატებასა და ქსელის გაფართოებას?

კოპენჰაგენი ჩვენთვის ბუნებრივი პირველი არჩევანი იყო, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ სკანდინავიის ქვეყნებს შორის სწორედ დანიასა და საქართველოს შორის არის მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადი. ახალი მიმართულებების განხილვა ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ კოპენჰაგენის რეისი წარმატებული იქნება, ბუნებრივია, მომავალში განვიხილავთ სხვა სკანდინავიური ქალაქებიდანაც პირდაპირი რეისების დამატებას.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე კონკურენციის, მგზავრების არჩევანისა და ავიაბილეთების ფასების თვალსაზრისით?

როგორც ყოველთვის, როდესაც ახალი პირდაპირი მიმართულება ემატება ველოდებით, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მგზავრების უმრავლესობა უპირატესობას პირდაპირ რეისებს ანიჭებს. ამასთან, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა გააძლიერებს კონკურენციას და მგზავრებს მეტ არჩევანს შესთავაზებს, რაც დადებითად აისახება ავიაბილეთების ფასებზეც. უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები კიდევ უფრო გაზრდის მგზავრთა რაოდენობას და მთლიანად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორია Norwegian-ის გრძელვადიანი ხედვა საქართველოს მიმართ? ელით თუ არა მომდევნო წლებში ფრენების სიხშირის გაზრდას, ახალი მიმართულებების დამატებასა და ბაზარზე საქმიანობის გაფართოებას?

ჩვენი მიზანია საქართველო ჩვენი მარშრუტების ქსელში პოპულარულ მიმართულებად ვაქციოთ და სკანდინავიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კოპენჰაგენსა და თბილისს შორის ახალი რეისის დაწყება, იმედია, Norwegian-ის საქართველოში ოპერირების მხოლოდ დასაწყისია. მომავალში გვინდა გავზარდოთ როგორც ფრენების სიხშირე, ისე დავამატოთ ახალი მიმართულებებიც.

როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც Norwegian-ის საქართველოში შემოსვლამდე მიგიყვანათ. როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საავიაციო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის?

Norwegian-ის საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან ეს Norwegian-ისთვის საქართველოში პირველი რეისია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უკეთ შეგვეფასებინა ბაზრის პოტენციალი. ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერამ და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს მიმართულება რეალობად ქცეულიყო.

როგორია თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებაზე მგზავრთა მოთხოვნისა და კომერციული შედეგების მიმართ უახლოეს წლებში? რომელ სეგმენტზე აკეთებთ ძირითად აქცენტს - გამსვლელ ტურისტებზე, საქართველოში შემომსვლელ უცხოელ ვიზიტორებზე, ბიზნესმგზავრებზე თუ ქართულ დიასპორაზე? თქვენი შეფასებით, რომელ სეგმენტში იქნება მოთხოვნა ყველაზე მაღალი?

ამ მიმართულების მიმართ ჩვენი მოლოდინები საკმაოდ მაღალია, რადგან გვჯერა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო პოპულარული ტურისტული ქვეყანა გახდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება იმისთვის, რომ რეისი მთელი წლის განმავლობაში შევასრულოთ და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ტურისტებს მოვემსახუროთ. ჩვენი პროგნოზით, მგზავრთა ძირითად ნაწილს შეადგენენ სკანდინავიელი მოგზაურები, რომლებიც ახალ გამოცდილებას ეძებენ, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბიზნესმგზავრები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა