სეზონი პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს და ზაფხულის თვეებში ზრდას ველოდებით - თათია ჩიკვაიძე
ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას დადებითად აფასებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე. მიუხედავად გაზაფხულის დასაწყისში დაფიქსირებული გამოწვევებისა, მაისიდან სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც მიმდინარე სეზონის მიმართ პოზიტიური მოლოდინების საფუძველს იძლევა.
„2026 წლის ტურისტული სეზონი ეტაპობრივად უმჯობესდება. მაისიდან აღდგენის ტენდენცია დაიწყო. ივნისში სასტუმრო კარგ დატვირთვას აჩვენებს და ივლისის მიმართაც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. სტუმრების ძირითად ნაკადს საერთაშორისო ბაზრები წარმოადგენს. განსაკუთრებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპული ბაზრებიდან. ჯამში, სეზონი პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს და ზაფხულის თვეებში მოთხოვნის შემდგომ ზრდას ველოდებით“, - აღნიშნავს თათია ჩიკვაიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.