მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სეზონის გახსნიდან დღემდე 100%-ით დატვირთულები ვართ -  Hotel Chatini Mestia-ს დამფუძნებელი

news image
mbc image

2025 წლის დასაწყისში როგორცაა ჩვენი სასტუმრო დატვირთული, ასეთი ზამთარი მე არ მახსოვს, -  აცხადებს Hotel Chatini Mestia - სასტუმრო ჩათინი მესტია-ს დამფუძნებელი თათია ჯაფარიძე. მისი განმარტებით, Hotel Chatini Mestia-მ სეზონი ოფიციალურად 24 დეკემბრიდან გახსნა და „ამ დღის შემდეგ სრულიად სავსე ვართ“. 

„სეზონის გახსნიდან დღემდე 100%-ით ვართ დატვირთულები, აგვისტოს თვეშიც კი არ მქონია ასეთი დატვირთვა. ჯავშნები მაქვს როგორც იანვრის სრულ თვეზე, ისე თებერვალზე. 

ჯგუფური ჯავშნები წინასწარ მქონდა, მაგრამ არა 100%-ით. თუმცა დანარჩენი ჯავშნები აქტიურად შემოდის 3-4 დღით ადრე და სასტუმრო ივსება. მაგალითისთვის, რომ გითხრათ დღევანდელი დღის ჩათვლით მე ყველა ნომერი დაჯავშნილი და გაყიდული მქონდა“, - აცხადებს თათია ჯაფარიძე.

Hotel Chatini Mestia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯავშნების გაუქმებები ჰქონდა, საბოლოო ჯამში სასტუმროს ჯავშნებმა მოლოდინს გადააჭარბა. 

აღსანიშნავია, რომ Hotel Chatini Mestia-ს აქტიურად სტუმრობენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი დამსვენებლები. 

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სტუმრების საშუალო ღამისთევების რაოდენობა 3-5 დღეა, თუმცა ზამთარში 5-დან 8 დღემდე.

Hotel Chatini Mestia ბუსტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც 15 სასტუმრო ნომერს მოიცავს და ერთდროულად 35-მდე სტუმრის მიღების საშუალება აქვს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა