მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შანხაი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი" - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპამნიის China Eastern Airlines-ის შემოსვლას, რომელიც შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას.

როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, დღეიდან საქართველოს დედაქალაქი პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება შანხაის. 

„შანხაი არის ასევე ჰაბი აზიაში, რომელიც შემდგომ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მიმართულებებზეც მოხდეს დაკავშირება. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტის აღნიშვნა.  ჩვენ გადავედით სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, გაღრმავდა თანამშრომლობა, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ის შედეგი, რომელიც მოიტანა ამ სტრატეგიულმა თანამშრომლობამ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საავიაციო სექტორში ჩინეთთან დაკავშირებადობა ძალიან პოზიტიურია

 

„როგორც იცით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სამი ავიაკომპანია ოპერირებს და კვირაში უკვე 13-ის სიხშირით იქნება შესაძლებელი, რომ ჩინეთს დავუკავშირდეთ. ეს შესაძლებლობას  მოგვცემს, რომ ჩინეთთან გავაღრმაოთ როგორც ბიზნეს ურთიერთობები, ასევე ხალხთაშორისი კავშირები და ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ, რაც დამატებითი შემოსავლების წყარო ხდება ჩვენი ეკონომიკისთვის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

 

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან მზარდია როგორც ტურისტების რაოდენობა ასევე მგზავრთნაკადიც.

 

„პირველ კვარტალში ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს და შეიძლება ითქვას, პირველ ნახევარშიც, დაახლოებით, 50%-იანი მატება გვაქვს ზოგადად მგზავრთნაკადის თვალსაზრისით, 44%-იანი მატება გვაქვს ტურისტული მიმართულებით. წინა წელსაც, დაახლოებით  45%-იანი მატება გვქონდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ტენდენცია ძალიან მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, ასევე ის კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. დაახლოებით, 7 მილიონი ლარის მარკეტინგული კამპანიები ჩაეშვა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად ეს უკვე ციფრებში აისახება. დარწმუნებული ვარ, რომ  ახალი საჰაერო ხიდიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობები და შესაბამისად მოვიზიდოთ როგორც ტურისტები, ასევე ბიზნესურთიერთობები გავაღრმავოთ შანხაისთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან", - განაცხადა იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა